|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
„C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ “C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის“ კომპონენტის მიმწოდებელთა რეგისტრაციის განაცხადის ფორმის და რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში-პროგრამა) მე–3 მუხლის და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 23 აპრილის N01/28452 წერილის საფუძველზე, ამავე პროგრამის „C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის“ (შემდგომში-კომპონენტი) კომპონენტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს: ა) „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე“ სახელმწიფო პროგრამის „C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის“ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის“ ფორმა (დანართი N1; შემდგომში ბრძანებასა და მის დანართებში - „განაცხადი“); ბ) „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე“ სახელმწიფო პროგრამის „C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის“ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის განაცხადის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესი“ (დანართი N2; შემდგომში–„წესი“). 2. ქალაქ თბილისში კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველ პირთა ინფორმირება და დახმარება „განაცხადის“ ფორმის შევსებასთან დაკავშირებით, წარმოებს სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტში. 3. ქალაქ თბილისში, სათანადო წესით შევსებული, მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირის, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული (არსებობის შემთხვევაში) „განაცხადის“ მიღება წარმოებს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში. 4. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების (სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი, რაიონული (საქალაქო) განყოფილება და სოციალური მომსახურების ცენტრები, გარდა ქ. თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებისა) უფროსებს დაევალოთ: ა) უზრუნველყონ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირებისათვის წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული „განაცხადის“ ფორმის და „წესის“ ხელმისაწვდომობა; ბ) განსაზღვრონ/გამოყონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირების ინფორმირებას და დახმარებას „განაცხადის“ ფორმის შევსებასთან დაკავშირებით; გ) უზრუნველყონ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირების მიერ სათანადო წესით შევსებული, მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული „განაცხადების“ მიღების (განაცხადს თან უნდა დაერთოს მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირის ლიცენზიის/ნებართვის ქსეროასლები, კანონმდებლობით ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი აღრიცხვის (განაცხადის მიღების დღე) მიზნით, საჭირო ღონისძიებების გატარება; დ) დაუყოვნებლივ (იმავე სამუშაო დღეს), უზრუნველყონ სააგენტოს ცენტრალურ აპარატში (ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული და აღრიცხული „განაცხადის“ ელექტრონული სახით წარდგება, ელექტრონული მართვის სისტემის მეშვეობით, შესაბამისი წერილის საფუძველზე, „განაცხადის“ მიღებისთანავე; ე) რაიონულმა (საქალაქო) განყოფილებებმა და სოციალური მომსახურების ცენტრებმა (გარდა თბილისისა) – „განაცხადის“ ორიგინალის შესაბამისი სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის/ფილიალისათვის გადაცემა შესაძლო პერიოდულობით, მაგრამ აღრიცხვიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. 5. სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში შესული „განაცხადის“ ფორმები, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, თავს იყრის შესაბამის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებში ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალში. სააგენტოს რაიონული (საქალაქო) განყოფილებები და სოციალური მომსახურების ცენტრები (გარდა ქ. თბილისისა) მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირის მიერ შემოტანილი „განაცხადების“ (თანდართულ ყველა დოკუმენტთან ერთად) ფორმებს (ორიგინალი), ამ „განაცხადის“ მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, უგზავნის შესაბამის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს. 6.
გათვალისწინებული იქნეს, რომ მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირის
მიერ „განაცხადის“ შევსებასა და წარმოდგენასთან ერთად, „განაცხადს“
უნდა ერთოდეს სათანადო ლიცენზიის/ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი (კანონმდებლობით ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მაღალი რისკის
შემცველი სამედიცინო საქმიანობისათვის სავალდებულო შეტყობინებების რეესტრში
რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია (სსიპ–სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტოში შესაბამისი შეტყობინების გაკეთებისა და ამ
შეტყობინების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია), აგრეთვე დადგენილების N1
დანართის (სერვისების მიმწოდებლის პირობები) 4.2.3 პუნქტით
გათვალისწინებული დოკუმენტები. 7. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ. გოგოლაძე), საჯარო გაცნობის მიზნით, უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების და მისი დანართების განთავსება სააგენტოს ვებ–გვერდზე (www.ssa.gov.ge) . 8. ბრძანების შესრულების კოორდინაცია დაევალოს სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსს (კახაბერ ჩხარტიშვილს). 9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |