|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
„დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის „ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვისა და მიწოდების“ კომპონენტის ადმინისტრირების მიზნით, სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის თანამშრომლ(ებ)ისათვის გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ
„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №723 დადგენილების (მასში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N150 დადგენილებით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით) მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. გვანცა ბერიძეს - სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს, მიენიჭოს უფლებამოსილება, სააგენტოს, როგორც „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებლის სახელით, უზრუნველყოს ამავე პროგრამის „ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვისა და მიწოდების“ კომპონენტის მიმწოდებლების მხრიდან, პროგრამის ფარგლებში მოწოდებული საქონლის და თანმდევი მომსახურების ინსპექტირების პროცედურები და სათანადო მიღება- ჩაბარების აქტებზე ხელმოწერები, შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტმა (კ. ჩხარტიშვილი) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების თაობაზე „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის „ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვისა და მიწოდების“ კომპონენტის მიმწოდებლების ინფორმირება. 3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |