C ჰეპატიტით დაავადებული 10
000 (ათი ათასი) პირისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე
გავრცელებული შეღავათით სარგებლობის უზრუნველსაყოფად,
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის,
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31
დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“,
მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის „ნ“ და „ჟ“
ქვეპუნქტების, მე–19
მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „პატიმრობისა და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C ჰეპატიტის მკურნალობის
უზრუნველსაყოფად საჭირო რაოდენობის მედიკამენტების შეზღუდულ ვადაში
შესყიდვისა და მიწოდების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის N1812 განკარგულების
შესაბამისად განხორციელებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის
ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსა და შპს ,,ჯი-ემ-პის“ შორის 2013 წლის 27 დეკემბერს
გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი
პირებისათვის C ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად საჭირო რაოდენობის
მედიკამენტების შეზღუდულ ვადაში შესყიდვისა და მიწოდების მიზნით
გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5
დეკემბრის N1812 განკარგულების შესაბამისად განხორციელებული
გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან გამომდინარე, C ჰეპატიტით
დაავადებული პირებისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის თანდართული წესი (შემდგომში - წესი). 2. შეიქმნას
,,C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის C ჰეპატიტის
სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის უფლების
განმსაზღვრელი კომისია" (შემდგომში- კომისია) შემდეგი
შემადგენლობით: |
ა) | მარიამ ჯაში | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, (კომისიის თავმჯდომარე); |
ბ) | მარინა დარახველიძე | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; |
გ) | კახა ხელაძე | საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებული– სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“
დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი; |
დ) | ნინო სანაძე | საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებული– სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; |
ე) | ირმა მჟავანაძე | საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებული– სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის
წევრი; |
ვ) | ტატა სირბილაძე | საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებული– სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მოსახლეობის სპეციფიკური
მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; |
ზ) | გვანცა გულიაშვილი | საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებული – სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მოსახლეობის სპეციფიკური
მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის
მდივანი; |
თ) | ეკატერინე ადამია | საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის
დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი, კომისიის წევრი; |
ი) | ია ყამარაული | საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის
დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი. |
3. კომისიის საქმიანობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
|
ა) | ლალი შარვაძეს | ექიმი
- ინფექციონისტი, სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური
იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი“, შიდსისა და იმუნოდეფიციტების დისპანსერული
განყოფილების გამგე; |
ბ) | ვახტანგ ქერაშვილს | ექიმი
- ინფექციონისტი, სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური
იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი“, ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების
გამგე; |
გ) | გიორგი კანდელაკს | ექიმი - ინფექციონისტი, შპს ,,მედიქლაბჯორჯია“; |
დ) | ეკატერინე დოლმაზაშვილს | ექიმი - ინფექციონისტი, შპს ჰეპატოლოგიური კლინიკა ,,ჰეპა“; |
ე) | მაია ბუწაშვილს | ექიმი - ინფექციონისტი, შპს ,,კამკამიძე და პარტნიორები“-ნეოლაბი; |
ვ) | მაია ჟამუტაშვილს | ექიმი - ინფექციონისტი, შპს ,,მრჩეველი“; |
ზ) | მაია ახვლედიანს | ექიმი - ინფექციონისტი, შპს ,,ნიუ-ჰოსპიტალს“; |
თ) | პაატა საბელაშვილს | ა(ა)იპ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პროექტების მენეჯერი; |
ი) | კონსტანტინე რუხაძეს | ა(ა)იპ „ჰეპა პლიუს“-ის წარმომადგენელი; |
კ) | ინა ინარიძეს | საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო ექიმები - საქართველოს“ წარმომადგენელი. |
4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვროს დანართის შესაბამისად. |
5. დაევალოს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების
სააგენტოს: ა) კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება და კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) 2014 წლის 1 თებერვლიდან, საინფორმაციო ბაზაში ბენეფიციართა რეგისტრაციის უზრუნველყოფა, დანართის შესაბამისად. 6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. |