საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030478396354615
№ 04-152/ო 28 / მაისი / 2015 წ.


“C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ანგარიშგების ფორმ(ებ)ის დამტკიცების შესახებ

  

          საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილებით დამტკიცებული  “C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის” მე–9 მუხლის მე–3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე მუხლის, საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 25 მაისის N01/36190 წერილის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 1. დამტკიცდეს:

) “C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამისფარგლებში, საანგარიშგებო დოკუმენტაციის (შემთხვევათა რეესტრი) შევსების ინსტრუქცია (დანართი N1);

 

ბ) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილებით (შემდგომში–დადგენილება) დამტკიცებული C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის” (შემდგომში – პროგრამ)C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის“ კომპონენტის  ქვეკომპონენტის  (საქართველოს მოქალაქისთვის, რომელსაც ჩატარებული აქვს კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით, სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვს დადებითი პასუხი (წარდგენილი კვლევის შედეგის საფუძველზე), მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა) მიმწოდებლების მხრიდან საანგარიშო პერიოდში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოსადგენი ანგარიშგების ფორმა (დანართი N2).

2. ბრძანების პირველი პუნქტისქვეპუნქტით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმის მიხედვით, პროგრამის მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაცია პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენილ უნდა იქნეს 2015 წლის 20 აპრილიდან გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე.

3. დაევალოთ:

) სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს, სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართების გაცნობა შესაბამისი მიმწოდებლებისათვის და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების აღმოჩენა საანგარიშო პერიოდში წარმოსადგენი ანგარიშგების შესაბამისი ფორმ(ებ)ის შევსებასთან დაკავშირებით;

) სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (. გოგოლაძე), უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებისა და მისი დანართის განთავსება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.ssa.gov.ge) .

4. ბრძანების შესრულების კოორდინაცია დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამეტის უფროსს (. ჩხარტიშვილს).

5.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2015 წლის 20 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე