|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 20 აგვისტოს
№ 04-247/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა ცვლილების შესაბამისად (პროგრამაში მონაწილეობა შეწყვიტა შპს „აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრმა“ და სს „ ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრმა“ შეიცვალა სამართლებრივი სტატუსი, გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შპს), ამ პროგრამით სარგებლობისათვის დამტკიცებული განცხადების ფორმის დაზუსტების მიზნით, „ჰემოდიალიზით, პერიტონეული დიალიზით და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტთა სისხლძარღვოვანი მიდგომით უზრუნველყოფის კომპონენტების ფარგლებში მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოების და მოსარგებლეთა მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ” სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 აგვისტოს № 04-247/ო ბრძანებაში ცვლილების შესატანად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „ჰემოდიალიზით, პერიტონეული დიალიზით და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტთა სისხლძარღვოვანი მიდგომით უზრუნველყოფის კომპონენტების ფარგლებში მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოების და მოსარგებლეთა მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ” სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 20 აგვისტოს № 04-247/ო ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირის განცხადების ფორმა (დანართი N5) ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით.
2. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ. გოგოლაძე), საჯარო გაცნობის მიზნით, უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებისა და მისი დანართის განთავსება სააგენტოს ვებ–გვერდზე (www.ssa.gov.ge).
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |