|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 22 მაისის N01/174– ო ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საანგარიშგებო დოკუმენტაციის აღრიცხვის ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N397 დადგენილებაში 2014 წლის 13 თებერვლის N158 დადგენილებით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა (სოფლის ექიმი/ექთანი) მხრიდან, დადგენილი წესით წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის აღრიცხვა–რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, „სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის, რეგიონულ საკოორდინაციო და სოციალური მომსახურების ცენტრებში, რაიონულ (საქალაქო) განყოფილებებში კორესპონდენციის რეგისტრაციის ჟურნალების გამოყენების შესახებ“ სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 22 მაისის N01/174–ო ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის 18 მარტის N01/22375 (N04/21230, 13.03.2014 წ.) წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. „სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის, რეგიონულ საკოორდინაციო და სოციალური მომსახურების ცენტრებში, რაიონულ (საქალაქო) განყოფილებებში კორესპონდენციის რეგისტრაციის ჟურნალების გამოყენების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 22 მაისის N01/174–ო ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: ა) გაუქმდეს ბრძანების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების საქმისწარმოების ჟურნალი N09 (დანართი 81)“; ბ) გაუქმდეს ბრძანების მე–3 პუნქტით
დამტკიცებული „სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ
ფილიალის, რეგიონალური საკოორდინაციო და სოციალური მომსახურების ცენტრებში,
რაიონულ (საქალაქო) განყოფილებებში კორესპონდენციის ჟურნალების წარმოების
წესის“ (დანართი 9) მე–9 მუხლი. 2. დამტკიცდეს
„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის „პირველადი ჯანდაცვის
მომსახურება სოფლად“ კომპონენტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებელთა (სოფლის ექიმი/ექთანი) მხრიდან, დადგენილი წესით
წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის აღრიცხვის რეესტრის
(შემდგომში–რეესტრი) ფორმა, ამ ბრძანების N1 დანართის სახით. 3. სააგენტოს
რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების უფროსებმა, ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრონ ამ ბრძანების მე–2 პუნქტით
გათვალისწინებული რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც,
ამავდროულად, შეიძლება იყოს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში, საანგარიშგებო დოკუმენტაციის პირველად შემოწმებაზე, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან დადარებასა და მათი სათანადო მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლების მქონე პირი. 4. ამ ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებული რეესტრი იწარმოება შემდეგი პირობებით: ა) 1–4 სვეტები ივსება ელექტრონული სახით; ბ) რეესტრში შეცდომის დაზუსტებისას, შენიშვნის სვეტში უნდა აისახოს შესაბამისი ინფორმაცია და დადასტურდეს ამ ბრძანების მე–3 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ; გ) შევსებული რეესტრის თოთოეულ გვერდს ხელს აწერს ამ ბრძანების მე–3 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი (პასუხისმგებელი) პირი. 5. სააგენტოს ადმინისტრაციამ (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებისა და მისი დანართის განთავსება სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.ssa.gov.ge). 6. ამ ბრძანებით განსაზღვრული პირობებით, რეესტრის წარმოება განხორციელდეს 2014 წლის თებერვლის თვიდან გაწეული მომსახურებისათვის. 7. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოე ქინქლაძე |