საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030489067527315
№ 04-205/ო 17 / ივლისი / 2015 წ.


ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დამდგარი სამედიცინო შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგის  წესის შესახებ

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის  N308 დადგენილებით დამტკიცებული  2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების  მე–10 მუხლის მე–3 პუნქტის,  მე–13 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53– და 61– მუხლების და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის  14 ივლისის N01/51907 (N04/51585, 13.07.2015 წ.) წერილის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისსოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“  მე-4 მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

   1. დამტკიცდესჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დამდგარი სამედიცინო შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგის წესი“ (დანართი N1).

   2. დაევალო:

 ) სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს:

.) საერთო ზედამხედველობა გაუწიოს სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, შერჩევითი მონიტორინგის პროცესს;

.) განსაზღვროს . თბილისის მასშტაბით, შერჩევითი მონიტორინგის განმახორციელებელი პირები და კოორდინაცია გაუწიოს მათ საქმიანობას;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის და სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრების უფროსებს, განსაზღვრონ დაქვემდებარებული თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს შერჩევით მონიტორინგს და წერილობით წარმოადგინონ მონიტორინგის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მონაცემები სააგენტოს ცენტრალურ აპარატში.

3. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა  (. გოგოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და მისი დანართების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.ssa.gov.ge)  განთავსება.

4. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდესჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შერჩევითი შემოწმების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებსსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 13 დეკემბრის  № 04-374/ო ბრძანება.

 5. ბრძანების შესრულების კოორდინაცია  დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსს (. ჩხარტიშვილი).

 6.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ მოდებაძე