საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030428859169515
№ 04-230/ო 10 / აგვისტო / 2015 წ.


„ნარკომანიის“  სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის”  ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“   სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს  2015 წლის  17 ივლისის № 04-204/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

„ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის” ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის წესის ზოგიერთი პირობის დაზუსტების მიზნით, “სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის” ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის  2015 წლის  17 ივლისის № 04-204/ო ბრძანებაში ცვლილების შესატანად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „ნარკომანიის“  სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის”  ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“ სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს  2015 წლის  17 ივლისის №04-204/ო ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის წესის“ (დანართი N1) 8.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.2. მომსახურების გადავადება პაციენტის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, მას მომსახურება გაეწევა შეუფერხებლად. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ გააკეთოს შეტყობინება, დადგენილი წესით, ასევე, გადაუდებელი მომსახურების დაწყებიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 (სამი) სამუშაო დღისა,  წერილთან ერთად, სააგენტოში წარმოადგინოს მოსარგებლის ფორმა NIV-100/ა,  რიგითობის გარეშე პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი გარემოების მითითებით.  მიმწოდებლის  მიერ წერილში უნდა აღინიშნოს შემთხვევის გადაუდებელი სტატუსი, რომლის საფუძვლიანობაზე პასუხისმგებელია უშუალოდ მიმწოდებელი. აღნიშნულ დაწესებულებაში გადაუდებელი ჩვენებით პაციენტის ჩართვა ხდება მიმწოდებლის შეტყობინებისა და მის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინებით, ავტომატურად.“

2. ბრძანების შესრულების კოორდინაცია დაევალოს სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსს (. ჩხარტიშვილი).

3. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ. გოგოლაძე),  საჯარო გაცნობის მიზნით, უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებისა და მისი დანართის განთავსება სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.ssa.gov.ge) .

4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე