|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
„ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის” ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის N308 დადგენილებით დამტკიცებული „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული კომპონენტის - „სტაციონარულ დეტოქსიკაციას და პირველად რეაბილიტაციას ოპიოიდების, სტიმულატორების და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს“ - მოსარგებლეთა პროგრამის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებით რეგისტრაციის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ამავე დადგენილების მე-2, მე-3 მუხლების და პროგრამის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 14 ივლისის N01/51965 (N04/49009, 06.07.2015 წ.) წერილისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-სოციალური მომსახურბის სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „ნარკომანიის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტის („სტაციონარულ დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდების, სტიმულატორების და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს - შემდგომში „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტი“) მოსარგებლეთა რეგისტრაციას, რიგითობისა და პროგრამით დადგენილი პრიორიტეტების დაცვით, უზრუნველყოფს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – „სააგენტო“). 2. დამტკიცდეს: ა) „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის წესი (დანართი N1); ბ) „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში მომსახურების მომლოდინეთა რეესტრის ფორმა (დანართი N2); გ) „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ მოსარგებლეთა რეესტრის ფორმა (დანართი N3); დ) „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში მომსახურების მიღების მსურველი პირის განცხადების ფორმა (დანართი N4). 3. დაევალოს სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს (კ. ჩხარტიშვილი): ა) „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში მომსახურების მომლოდინეთა რეესტრის (დანართი N2) წარმოება და შემოტანილი განცხადებების თარიღის მიხედვით, მისი მუდმივი განახლება, პაციენტის ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი, პროგრამის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმის - NIV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ან დაბადების მოწმობის) ქსეროასლისა (როგორც განმცხადებლის, ისე პაციენტის, თუ განცხადება შემოაქვს დაინტერესებულ პირს) და განცხადების (დანართი N4) საფუძველზე; ბ) „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ მოსარგებლეთა რეესტრის (დანართი N3) წარმოება და მისი მუდმივი განახლება, მიღებული წერილობითი შეტყობინების გათვალისწინებით, სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ბენეფიციარის ჩართვის თაობაზე გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე, ბენეფიციარისათვის პროგრამული სერვისების მიწოდების დაწყების თარიღის მიხედვით. 4. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ. გოგოლაძე) და ტერიტორიული ერთეულების (სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი, რაიონული (საქალაქო) განყოფილება და სოციალური მომსახურების ცენტრი) უფროსებმა უზრუნველყონ: ა) „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტით“ სარგებლობის მსურველი პირის ან მისი წარმომადგენლისათვის დახმარების აღმოჩენა ამ ბრძანებით დამტკიცებული განცხადების ფორმის (დანართი N4) შევსებაში; ბ) მოსარგებლის განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების (ფორმა NIV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/დაბადების მოწმობის ქსეროასლი) მიღება; გ) მოქალაქეთა ინფორმირება პროგრამით სარგებლობის საკითხებთან დაკავშირებით. 5. ამ ბრძანების შესაბამისად მიღებული განცხადება (დანართი N4) და საჭირო დოკუმენტები (ფორმა NIV-100/ა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/დაბადების მოწმობის ქსეროასლი) დაუყოვნებლივ (განცხადების მიღების დღესვე), გადაეგზავნოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული მართვის სისტემის საშუალებით. 6. „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში მომსახურების მომლოდინეთა რეესტრში ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებულ პირებს შეუნარჩუნდეთ მოპოვებული რიგითობა. 7. ამ ბრძანების მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში მომლოდინე პაციენტის რეგისტრაცია სააგენტოს მიერ განხორციელდეს ბოლო რიგითი ნომრიდან. 8. ბრძანების შესრულების კოორდინაცია უზრუნველყოს სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტმა (კ. ჩხარტიშვილი). 9. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების და მისი დანართების განთავსება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ssa.gov.ge) . 10. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 10 ივლისიდან არსებულ ურთიერთობებზე.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ მოდებაძე |