საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030489582951515
№ 04-213/ო 24 / ივლისი / 2015 წ.


„ნარკომანიის“  სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის”  ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“  სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს  2015 წლის  17 ივლისის № 04-204/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის” ფარგლებში გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა ცვლილების შესაბამისად  (ემატება მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება – შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“), შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მსურველი პირის განცხადების ფორმისა და  ამავე კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის წესის ზოგიერთი პირობის დაზუსტების მიზნით, “სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის” ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის  2015 წლის  17 ივლისის № 04-204/ო ბრძანებაში ცვლილების შესატანად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „ნარკომანიის“  სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის”  ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“ სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს  2015 წლის  17 ივლისის № 04-204/ო ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში მოსარგებლის რეგისტრაციის წესის“ (დანართი N1) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თანხმობის წერილის საფუძველზე, პროგრამაში მონაწილე მიმწოდებელ დაწესებულებაში მკურნალობის დაწყება (დასტურდება მიმწოდებლის მიერ შემთხვევაზე გაკეთებულ შეტყობინებაში ასახული, პაციენტის მიმართვის თარიღით) უნდა განხორციელდეს თანხმობის წერილში მითითებული თარიღიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომლოდინე კარგავს მოპოვებულ რიგს, ხოლო თანხმობის წერილი ჩაითვლება ძალადაკარგულად და განმახორციელებელს ეხსნება მომლოდინისა და მიმწოდებლის წინაშე მომსახურების ანაზღაურების პასუხისმგებლობა.“;

ბ) ბრძანების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის“ ფარგლებში მომსახურების მიღების მსურველი პირის განცხადების ფორმა“ (დანართი N4) შეიცვალოს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით.

2.  სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ. გოგოლაძე),  საჯარო გაცნობის მიზნით, უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებისა და მისი დანართის განთავსება სააგენტოს ვებ–გვერდზე (www.ssa.gov.ge) .

3. სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტმა (კ. ჩხარტიშვილი) უზრუნველყოს „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტით” გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელთა ინფორმირება წინამდებარე ცვლილებების თაობაზე.

4.  ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე