საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030486629200515
№ 04-224/ო 06 / აგვისტო / 2015 წ.


 

ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის  „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის" და  „ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელების და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების“  ეფექტურობის შეფასების კომპონენტის ფარგლებში,  ერთიანი სტატისტიკური ინფორმაციის ფორმის  დამტკიცების შესახებ

 

 

  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის N308 დადგენილებით დამტკიცებული  „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების”  მე–10 მუხლის მე–3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე მუხლის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 4 აგვისტოს N01/57541 (N 04/54029, 22.07.2015 წ.) წერილის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

  

 1. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის N308 დადგენილებით (შემდგომში–დადგენილება) დამტკიცებული „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის  "სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის" და  „ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელების და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების“ კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურების ეფექტურობის შეფასების კომპონენტის ფარგლებში გამოსაყენებელი ერთიანი  სტატისტიკური ინფორმაციის ფორმა  (შემდგომში – „ერთიანი სტატისტიკური ინფორმაციის ფორმა“)  –  (დანართი N1 ).

2. „ერთიანი სტატისტიკური ინფორმაციის ფორმა“ (დანართი N1 ) გამოყენებულ იქნეს 2015 წლის 1 ივლისიდან გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე.

3. დაევალოთ:

ა) შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს”, "სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის" და „ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელების და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების“ კომპონენტების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურებების თაობაზე „ერთიანი სტატისტიკური ინფორმაციის ფორმის“ (დანართი N1) წარმოება;

ბ) სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (გ. გოგოლაძე), უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებისა და მისი დანართის განთავსება სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.ssa.gov.ge).

4. ბრძანების შესრულების კოორდინაცია დაევალოს სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსს (კ. ჩხარტიშვილი).

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე