საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030414496356517

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/57785 13 / სექტემბერი / 2017 წ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილეს
ბატონ ნიკოლოზ ბრეგვაძეს
 


ბატონო ნიკოლოზ,

თქვენი 2017 წლის 5 სექტემბრის NPDP 8 17 00003135  წერილის პასუხად, რომელიც ეხება შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ (ს/კ 404907730) ქ. საგარეჯოს  სამედიცინო ცენტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნების კანონიერების შემოწმებას, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქ. საგარეჯოს  სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას.

აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება შესაბამისი წლების „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ ფარგლებში, მომსახურების გაწევისას, ახორციელებს სამედიცინო შემთხვევებზე ელექტრონულ შეტყობინებებს და გაწეული მომსახურების საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას სააგენტოში, ელექტრონული და ნაბეჭდი სახით, დადგენილი ფორმით და განსაზღვრულ ვადებში, 2011 წლიდან დღემდე.  სამედიცინო შემთხვევის შესახებ შეტყობინების პირობები და წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაცია მოიცავს პროგრამების მოსარგებლეთა შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია - დაბადების მოწმობის ნომერი (პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში) და სხვა (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“  მე-12 (შეტყობინება) და მე-14 (ანგარიშის წარდგენა) მუხლები).

სააგენტოში ინფორმაციის წარმოდგენა ხდება სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ელექტრონული ანგარიშგების და ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის მოდულების მეშვეობით, შემდეგი ანგარიშგების ფორმების გამოყენებით: N5 - სტაციონარული ფორმა ელექტრონული ანგარიშგების მოდულისთვის;  N13 - სტაციონარული ფორმა;  N14 - ამბულატორიული ფორმა.

 შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქ. საგარეჯოს  სამედიცინო ცენტრი “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ელექტრონული და ნაბეჭდი სახით, დადგენილი ფორმით და განსაზღვრულ ვადებში, სააგენტოში საანგარიშგებო დოკუმენტაციას წარმოადგენს 2013 წლის 1 მარტიდან დღემდე.  სააგენტოში წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაცია მოიცავს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: პროგრამის მოსარგებლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ფოტოსურათი, რეგისტრაციის მისამართი, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მისთვის განსაზღვრული სამედიცინო პაკეტი  (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“  მე-13 მუხლი - ანგარიშის წარდგენა). 

სააგენტოში “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის დამუშავება ხდება სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის, ელექტრონული ანგარიშგების, საყოველთაო ჯანდაცვა-გეგმიური ამბულატორიის, მიმართვების ადმინისტრირების, ელექტრონული რეცეპტის მოდულებში. ინფორმაციის დასამუშავებლად განკუთვნილი ანგარიშგების ფორმების ჩამონათვალს გიგზავნით დანართად.

ზემოაღნიშნული ელექტრონული მოდულების  ადმინისტრირება  ხორციელდება სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვისდაჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებისდეპარტამენტების მიერ.  

სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის, საყოველთაო ჯანდაცვა-გეგმიური ამბულატორიის, მიმართვების ადმინისტრირების, ელექტრონული რეცეპტის მოდულებიდან  პირადი ნომრით გამოთხოვილი ინფორმაცია (პირადი ნომერი, სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც გამოიყენა სერვისი, შესაბამისი მოდული და სერვისის გამოყენების დრო)  სააგენტოში ინახება (ე.წ. “ლოგები“), სრული მოცულობით, არანაკლებ 6 თვის განმავლობაში, ხოლო ელექტრონული ანგარიშგების მოდულიდან (სამედიცინო დაწესებულებებისთვის) ინფორმაციის გამოთხოვისას, იმავე ვადით, ინახება პირადი ნომერი და სერვისის გამოყენების დრო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან ურთიერთობაში, სააგენტოს მხრიდან საკონტაქტო პირები იქნებიან:

1.  სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ტაბატაძე (591994748;  ITabatadze@ssa.gov.ge );

2. სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო საქმეების წარმოების სამმართველოს უფროსი - დიმიტრი მათიაშვილი (599549476; dmatiashvili@ssa.gov.ge);

3. სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი - თინათინ აზალაძე (599944005; tazaladze@ssa.gov.ge);

4. სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსი - მაგდანა გურაბანიძე  (599093906;  MGurabanidze@ssa.gov.ge).

 

დანართი: 1 (ერთი) Excel -ის ფაილი

 

პატივისცემით,

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე