საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030405595253517

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/54804 24 / აგვისტო / 2017 წ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ სალომე ბახსოლიანს


ქალბატონო სალომე,

თქვენი 2017 წლის 7 აგვისტოს N PDP 1 17 00002814 (N 82156, 09.08. 2017 .) წერილის პასუხად, რომელიც ეხება ხათუნა ბუცხრიკიძის (/ 35001081518), სოფიო ქურდაძის (/ 35750003969) და ალექსანდრე ქურდაძის (/ 57001007203) მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

სააგენტომ 2017 წლის 7 ივლისის N04/44710 წერილით გაცნობათ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდების შესახებ“   2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული N14/02-217 ხელშეკრულების ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველია საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის  N36 დადგენილების მე-4 მუხლის ქვეპუნქტი  და ამავე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლი.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან ფიზიკური პირის მონაცემებს,  კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროებიდან გამომდინარე, ამუშავებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“  მიმწოდებელი ის დაწესებულება, რომელმაც სამედიცინო მომსახურება უნდა გაუწიოს შესაბამის პირს.

აქვე აღსანიშნავია, რომ თქვენს წერილში აღნიშნულ პირებზე, მითითებულ თარიღებში, ინფორმაცია გამოთხოვილიაჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის“ (HMIS) ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს მთელ რიგ მოდულებს (იხ. www.moh.gov.ge).  მოდულების სპეციფიურობიდან გამომდინარე, ყველა მათგანში არ ხდებოდა გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაწერების შექმნა (ინფორმაციის ლოგირება). მოცემული მოდულებიდან ზუსტი ინფორმაციის ამოღებას ესაჭიროება რთული და დიდი ხნის ანალიზი. მოდულებს ეტაპობრივად ემატება აღნიშნული ფუნქცია და უახლოეს მომავალში დასრულდება ყველა მოდულის ლოგირების საკითხი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გიგზავნით, დღეის მდგომარეობით, სააგენტოს ხელთ არსებულ ინფორმაციას. დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, გაცნობებთ განმეორებით:

2017 წლის 26 თებერვალს,  შპს „მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ“  (ს/კოდი: 40489644, მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქ. 2/6), „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულიდან, პირადი ნომრით, გამოითხოვა  სოფიო ქურდაძის (პ/ნ 35750003969) და ალექსანდრე ქურდაძის (/ 57001007203შემდეგი პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, ასაკი, მოქალაქეობა, რეგისტრაციის მისამართი, ფოტოსურათი და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მისთვის განსაზღვრული სამედიცინო პაკეტი.

2017 წლის 17 მარტს,  შპს „მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“  მიერ, კვლავ ფიქსირდება  „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულიდან, პირადი ნომრით, ალექსანდრე ქურდაძის (/ 57001007203) პირადი ინფორმაციის (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, ასაკი, მოქალაქეობა, რეგისტრაციის მისამართი, ფოტოსურათი და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მისთვის განსაზღვრული სამედიცინო პაკეტი) გამოთხოვის ფაქტი.

2017  წლის 6 და 10 მარტს, სს „რუსთავის N2 სამკურნალო-დიაგნოსტიკურმა ცენტრმა“  (ს/კოდი: 216314977, მისამართი: რუსთავი, მესხიშვილის ქ.№1-ა) „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში,  საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიის მოდულიდან, პირადი ნომრით, გამოითხოვა ალექსანდრე ქურდაძის (/ 57001007203) შემდეგი პირადი ინფორმაცია:  სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, ასაკი, მოქალაქეობა, რეგისტრაციის მისამართი, ფოტოსურათი და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მისთვის განსაზღვრული სამედიცინო პაკეტი.

2016  წლის 4 და 5 დეკემბერს,  შპს „კლინიკა რუსთავის“ (ს/კოდი:416289947, მისამართი: რუსთავი, VII მ/რ)  მიერ პირადი ნომრით, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში,   სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულიდან გამოთხოვილია  ხათუნა ბუცხრიკიძის (პ/ნ 35001081518) შემდეგი პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, ასაკი, მოქალაქეობა, რეგისტრაციის მისამართი, ფოტოსურათი და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მისთვის განსაზღვრული სამედიცინო პაკეტი.

2017 წლის 25 თებერვალს შპს „კლინიკა რუსთავმა“ პირადი ნომრით, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში,   სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულიდან გამოითხოვა  სოფიო ქურდაძის (პ/ნ 35750003969) შემდეგი პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, ასაკი, მოქალაქეობა, რეგისტრაციის მისამართი, ფოტოსურათი და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მისთვის განსაზღვრული სამედიცინო პაკეტი.

შეგახსენებთ, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის  N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ყველა რეგისტრირებული მიმწოდებელი, ამ პროგრამის რეალიზაციის მიზნებისათვის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, პაციენტის (მონაცემთა სუბიექტი)/წარმომადგენლის თანხმობით, ამ პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ან/და  მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ა“ , „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, სარგებლობს პაციენტის პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებით.

 

პატივისცემით,

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე