| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ბატონ კახა კახიშვილს | ||||||||||||||||
ბატონო კახა, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე პუნქტით გათვალისწინებული, მათ შორის, იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებად, კერძოდ, ასეთი პირების თაობაზე ინფორმაციასთან წვდომის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მხარეებს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება/მემორანდუმი და განისაზღვროს სამართლებრივი ურთიერთობის პირობები, მისაღები ინფორმაციის მოცულობა და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ადმინისტრირებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან, საკონტაქტო პირად წარმოგიდგენთ, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს - ირაკლი ტაბატაძეს (itabatadze@ssa.gov.ge, 591994748).
პატივისცემით,
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |