საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030436037814918

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/7911 12 / თებერვალი / 2018 წ.
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს
სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებს


სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის N04/78148 და 21 დეკემბრის N 04/78441 წერილებთან დაკავშირებით, დამატებით გაცნობებთ, რომ შიდასამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილ განახლებულ საინფორმაციო პორტალს (შემდგომში - საინფორმაციო პორტალი) დაემატა რამდენიმე ახალი ფუნქცია, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელი იქნება, ფიზიკურ პირზე შემდეგი ინფორმაციის მოძიება:

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია    (napr.gov.ge );

● სატრანსპორტო საშუალების ფლობის შესახებ ინფორმაცია;

● საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია;

● შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. 

ზემოაღნიშნული ფუნქციები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებისთვის (შესაბამისი ინდივიდუალურმომხმარებლების საშულებით), რომლებსაც აღნიშნული ინფორმაცია ესაჭიროებათ კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად,  კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ან/და რეგისტრაციის მსურველი ოჯახების (პირები) შესახებ ინფორმაციის მოძიებისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ძველი საინფორმაციო პორტალი (http://172.17.8.125/SSAReporting/) გაითიშება 2018 წლის თებერვლის ბოლო სამუშაო დღეს და 2018 წლის 1 მარტიდან იმოქმედებს მხოლოდ ახალი საინფორმაციო პორტალი (http://172.17.8.125/ssareporting_v01).

დანართი: 2 (ორი) ფურცელი - საინფორმაციო პორტალზე დამატებული ფუნქციების აღწერა.

 

პატივისცემით,


 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე