საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030446489487517

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/78441 21 / დეკემბერი / 2017 წ.
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს
ტერიტორიულ და სტრუქტურულ ერთეულებს


სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 დეკემბრის N04/78148 წერილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შიდა სამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი საინფორმაციო პორტალის განახლების საკითხს, დამატებით გაცნობებთ:

2018 წლის 1 იანვრიდან, ახალი საინფორმაციო პორტალით სარგებლობის მიზნით, აუცილებელია, სააგენტოს თითოეულმა ტერიტორიულმა და სტრუქტურულმა ერთეულმა გამოყოს თითო უფლებამოსილი პირი, რომელიც შემდგომში, კომპეტენციისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს ცალკეულ ინდივიდუალურ მომხმარებლებს.

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია (შესაბამისი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და თანამდებობა) მოგვაწოდოთ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის (ი.ტაბატაძე) სახელზე ან/და ელ-ფოსტით, მისამართზე -  amigriauli@ssa.gov.ge .

 

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე