|
||||||
|
||||||
|
ნინო გოცირიძის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის
პროგრამების დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველოს
უფროსი სპეციალისტის დაწინაურების შესახებ
|
||||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 2015 წლის 24 დეკემბრის N01/99358 შეთანხმების წერილის, სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის მოადგილის, თ. აბაზაძის 2015 წლის 21 დეკემბრის N04-24198 წერილის გათვალისწინებით, საქართველოს კანონის – ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ მე - 111 მუხლის, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების’’ მე–4 მუხლის, სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 16 ივლისის N566 ბრძანებით დამტკიცებული ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის შინაგანაწესის’’ მე–11 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაწინაურებულ იქნეს ნინო გოცირიძე – სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტესტირებისა და ბიზნეს პროცესების მართვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად, 2016 წლის 1 იანვრიდან. 2. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა ნ. გოცირიძისათვის, აგრეთვე, მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |