|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
ანგარიშგების ფორმის დამტკიცების შესახებ „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N01–1/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011 წლის 29 აპრილის 01/10423 წერილის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს: ა) „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოსადგენილი ანგარიშგების ფორმები (დანართი NN1–31); ბ) „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოსადგენილი ანგარიშგების ფორმები (დანართი NN32–103). 2. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართების (დანართი NN1–31) მიხედვით ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლის მიერ ანგარიშგება წარმოდგენილი უნდა იქნეს 2011 წლის 1 მაისიდან გაწეულ მომსახურებაზე. 3. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართების მიხედვით ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლის მიერ ანგარიშგება წარმოდგენილი უნდა იქნეს 2011 წლის აპრილის თვეში გაწეულ მომსახურებაზე. 4. დაევალოს: ა) სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს (მ. ცანავა) და სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართების გაცნობა შესაბამისი მიმწოდებლებისათვის და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების აღმოჩენა საანგარიშო პერიოდში წარმოსადგენი ანგარიშგების შესაბამისი ფორმ(ებ)ის შევსებასთან დაკავშირებით; ბ)
ადმინისტრაციას (გ. გოგოლაძე) უზრუნვეყოს წინამდებარე ბრძანების გადაცემა
(გაგზავნა) სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების
დეპარტამენტებისათვის, რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებისათვის და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის და ამ ბრძანებით დამტკიცებული
ანგარიშგების ფორმების (დანართების) განთავსება სააგენტოს ვებგვერდზე – www.ssa.gov.ge.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე,
სააგენტოს დირექტორი
მორის წამალაშვილი
|