საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030402491072612*
KA030402491072612
№ 04-516/ო 31 / აგვისტო / 2012 წ.


 

სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 20 მარტის N04–160/ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებაში 2012 წლის 31 აგვისტოს N352 დადგენილებით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და გარდამავალ პერიოდში ამ კუთხით დასარეგულირებელი ზოგიერთი საკითხის თაობაზე“ სააგენტოს 2012 წლის 20 მარტის N04-160/ო ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული N1 დანართი („2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული  მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმა“) შეიცვალოს თანდართული რედაქციით (დანართი N1).

 

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N492 დადგენილების საფუძველზე გაგრძელებული 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებლებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ 2012 წლის 1 სექტემბრიდან მონაწილეობა მიიღონ ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში/კომპონენტში (პროგრამებში/კომპონენტებში), დადგენილი წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული განაცხადის საფუძველზე.

 

3. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ის მიმწოდებლები, რომლებსაც სურთ ასევე 2012 წლის 1 სექტემბრიდან დამატებული პროგრამ(ებ)ით/კომპონენტ(ებ)ით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ განაცხადს ავსებენ დადგენილი წესით, მხოლოდ შესაბამისი დამატებული პროგრამის/კომპონენტის ნაწილში. ამ შემთხვევაში, მათ მიერ 2012 წლის 1 სექტემბრამდე მოწოდებული პროგრამ(ებ)ის/კომპონენტ(ებ)ის ველი, გამონაკლისის სახით, რჩება შეუვსებელი და 2012 წლის 1 სექტემბრამდე წარმოდგენილი განაცხადი ინარჩუნებს ძალას.

 

4. სააგენტოს ადმინისტრაციამ (გ.  გოგოლაძე)  უზრუნველყოს ამ ბრძანების და მისი დანართის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://ssa.gov.ge) დაუყოვნებლივ გამოქვეყნება.

 

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი
რამაზ სულამანიძე