|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიმწოდებლებთან ანგარიშგებისათვის საჭირო ფორმების დამტკიცებისა და სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 აპრილის N04–80/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით დამტკიცებული „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე–9 და მე–14 მუხლების, აგრეთვე, 22–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ა“, „დ“ და მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტების, ამავე დადგენილებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის რიგი სახელმწიფო პროგრამების დამატებითი პირობებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის 2012 წლის 26 აპრილის N01/23653 წერილის გათვალისწინებით, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების/საქონლის მიმწოდებელთა მხრიდან ანგარიშგების დოკუმენტაციის კოორდინირებული წარმოების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით დამტკიცებული 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების/საქონლის მიმწოდებლებთან ანგარიშგებისათვის საჭირო, მათი მხრიდან სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოში, როგორც შესაბამისი პროგრამების განმახორციელებელთან წარმოსადგენი ფორმები (დანართი NN1–18) და საანგარიშგებო დოკუმენტაციის (შემთხვევათა რეესტრის) შევსების ინსტრუქცია (დანართი N19). 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმები გამოყენებულ იქნეს 2012 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე. 3. მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 აპრილის N04–80/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული N27 დანართი შეიცვალოს თანდართული რედაქციით (დანართი N27); ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული N103 დანართი შეიცვალოს თანდართული რედაქციით (დანართი N103); გ) ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული N115 დარათი შეიცვალოს თანდართული რედაქციით (დანართი N115); 4. დაევალოს: ა) სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს (მ. ცანავა), სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის უფროსებს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართების გაცნობა შესაბამისი მიმწოდებლებისათვის და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების აღმოჩენა საანგარიშო პერიოდში წარმოსადგენი ანგარიშგების ფორმ(ებ)ის შევსებასთან დაკავშირებით; ბ) ადმინისტრაციას (გ. გოგოლაძე), უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების (დანართების) განთავსება სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე – www.ssa.gov.ge. 5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2012 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა გელოვანი |