საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030491886989911*
KA030491886989911
№ 04-66/ო 26 / აპრილი / 2011 წ.

ანგარიშგების ფორმის დამტკიცების შესახებ

„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N01–1/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011 წლის 7 აპრილის N01/6666 წერილის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე,

:

1. დამტკიცდეს, „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ (დანართი N19) სახელმწიფო პროგრამის მე–3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ, საანგარიშო პერიოდში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოსადგენილი ანგარიშგების ფორმა („შესრულებული სამუშაოს უწყისი“. დანართი N1)

2. დაევალოს:
           ა) სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს (მ. ცანავა) და სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმის გაცნობა შესაბამისი მიმწოდებლ(ებ)ისათვის და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების აღმოჩენა საანგარიშო პერიოდში წარმოსადგენი ფორმის (დანართი N1) შევსებასთან დაკავშირებით;
           ბ) ადმინისტრაციას (გ. გოგოლაძე) უზრუნვეყოს წინამდებარე ბრძანების გადაცემა (გაგზავნა) ეკონომიკური და სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტებისათვის, რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებისათვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის და ამ ბრძანებით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმის
განთავსება სააგენტოს ვებგვერდზე – www.ssa.gov.ge.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მისი მოქმედება ვრცელდება 2011 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს დირექტორი
მორის წამალაშვილი