|
||||||
|
||||||
|
„ანგარიშგების
ფორმების დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 აპრილის
№04-80/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
||||||
|
საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „2011 წლის ჯანმრთელობის
დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილების, „2011
წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა
და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N01–1/ნ ბრძანებით
დამტკიცებული წესის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტისა და ამავე სამინისტროს 2011 წლის 4 ივლისის N01/25698 წერილის,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007
წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4
მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 აპრილის №04-80/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოსადგენი ანგარიშგების ფორმები – დანართი N1, N2, N3, N4, N7, N8, N9, N10, N11, N12, N20, N21, N23, N24, N25, N26, N27 შეიცვალოს წინამდებარე ბრძანების იმავე ნომრის მქონე დანართებით; ბ) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოსადგენი ანგარიშგების ფორმები (დანართი N105–N117).“ გ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი: „32. ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართის (დანართი N105–117) მიხედვით ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლის მიერ ანგარიშგება წარმოდგენილი უნდა იქნეს 2011 წლის 1 ივნისიდან გაწეულ მომსახურებაზე.“ 2.ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
მამუკა გელოვანი
|