საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030480204591614
№ 04-39/ო 20 / თებერვალი / 2014 წ.


„სოფლის ექიმი“-ს სახელმწიფო პროგრამის, „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ 

2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N279 და „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N397 დადგენილებებსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებულისსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებისმე-4 მუხლის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 

1. სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების მიერ, „სოფლის ექიმი“-ს სახელმწიფო პროგრამის, „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში, ამბულატორიული მომსახურების მომწოდებელ ფიზიკურ პირებთან (მიმწოდებლები) (სოფლის ექიმი, ექთნი/ფერშლი) გასაფორმებელ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებზე და ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ სხვა შესაბამის დოკუმენტებზე (მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტები), სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სახელით, ხელმოწერა განხორციელდეს „სააგენტოს ცალკეული ტერიტორიული ერთეულებისათვის რიგი უფლებამოსილების მინიჭების (დელეგირების) შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 18 თებერვლის N04-36/ო ბრძანების მე-4 პუნქტით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თითოეულ მიმწოდებელთან 3 (სამი) ეგზემპლარად გაფორმება, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელს, მეორე – გამოეგზავნება ცენტრალურ აპარატს, ხოლო მესამე – ინახება ადგილზე. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ეგზემპლარი ცენტრალურ აპარატში იგზავნება დაუყოვნებლივ, გაფორმების ან მომდევნო სამუშაო დღეს.

3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დავიზებული უნდა იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალსა და რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრებ დასაქმებული იმ პირის (პირების) მიერ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხელშეკრულების პროექტის მომზადებაში. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დანომრილი უნდა იყოს ამ ბრძანების N1 დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და თითოეულ მათგანზე დასმული უნდა იყოს გაფორმების თარიღი. ისეთი მონაცემები, როგორის არის მიმწოდებელი პირის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი) და საგადასახადო ორგანოების მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი, ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღებით, მიმწოდებელი პირის გაფრთხილებით, ამ მონაცემების სისწორეში დარწმუნების შესახებ.

4. დაევალოთ:

ა) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს (ნ. სანაძე), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N397 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა1.ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს და რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრებს მიაწოდოს იმ პირთა სია, რომლებიც 2014 წლის იანვრის თვეში დაკონტრაქტებული იყვნენ ოპერატორი კომპანიების მიერ;

ბ) ეკონომიკურ დეპარტამენტს (ნ. ხომასურიძე), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს და რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრებს მიაწოდოს ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი და საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს მათ დახმარება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

5. სააგენტოს ადმინისტრაციამ (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების გაგზავნა (გადაცემა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებისათვის, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტებისათვის.

6. კონტროლ ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

 

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ნოე ქინქლაძე