|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 16 მარტის N04–8/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცისათან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 16 მარტის N04–8/ო ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში (პროგრამებში) მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმაში“ (დანართი N1) შეტანი იქნეს ცვლილება (ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამების (კომპონენტების) ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს 5.4. პუნქტი) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: 2. სააგენტოს ადმინისტრაციამ (გ. გოგოლაძე) უზრუნველყოს: ა) ბრძანებით დამტკიცებული განაცხადის ფორმის (დანართი N1) განთავსება სააგენტოს ვებგვერდზე – www.ssa.gov.ge; ბ) წინამდებარე ბრძანების სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრები) ერთეულებისათვის გადაცემა (გადაგზავნა). 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე,
სააგენტოს დირექტორი
მორის წამალაშვილი
|