საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030497236841911*
KA030497236841911
№ 04-327/ო 30 / სექტემბერი / 2011 წ.


სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 16 მარტის N04–8/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

          საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე,

:

1. „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცისათან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 16 მარტის N04-8/ო ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N77 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში (პროგრამებში) მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის ფორმაში“ (დანართი N1) შეტანილ იქნეს ცვლილება (გასაწევი მომსახურების ჩამონათვალის ნუმერაციის გასწორება) და დამატება (ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამების (კომპონენტების) ჩამონათვალს დაემატოს 10.3. პუნქტი) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის პერიოდში, 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამში მონაწილეობის მსურველი მიმწოდებლების მიერ, მოქმედი წესების შესაბამისად შევსებულ და წარმოდგენილ ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი განაცხადის ფორმებს გააჩნიათ იურიდიული ძალა, თუ ამ განაცხადით გათვალისწინებული მოსახურბეს გაწევა არ უკავშირდება ბრძანების პირველი პუნქტით შეტანილი დამატებით გათვალისწინებულ მომსახურებას (პუნქტი 10.3. პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა).

3. დაევალოს:
ა) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ამ ბრძანებით დამტკიცებული განაცხადის ფორმის (დანართი N1) განთავსება სააგენტოს ვებგვერდზე – www.ssa.gov.ge;
ბ) სააგენტოს ადმინისტრაციას (ზ. გუნცაძე) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრები) ერთეულებისათვის გადაცემა (გადაგზავნა).

 

          4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, მინისტრის მოადგილე, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
მამუკა გელოვანი