საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030452414205911*
KA030452414205911
№ 04-82/ო 30 / აპრილი / 2011 წ.

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შერჩევითი შემოწმების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის N1–01/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობების“ მე–8 მუხლისა და 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე,

:

1. დამტკიცდეს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შერჩევითი შემოწმების ინსტრუქცია (დანართი N1);
ბ) სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებული იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც უზრუნველყოფენ შერჩევითი შემოწმებას (დანართი N2).
2. დაევალოს:
ა) სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს (მ. ცანავა) საერთო ზედამხედველობა გაუწიოს სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად შერჩევითი შემოწმების პროცესს;
ბ) დაევალოს ადმინისტრაციას (გ. გოგოლაძე) იქნეს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების შესაბამის თანამშრომელთა სწავლება  ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელთა შერჩევით შემოწმების საკითხებთან დაკავშირებით;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის და რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრების უფროსებს, სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, კოორდინაცია გაუწიონ ამ ბრძანების N2 დანართით გათვალისწინებულ პირებს შერჩევითი შემოწმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ქ. თბილისის მასშტაბით მოქმედ ბრძანების N2 დანართით გათვალისწინებულ პირებს, შერჩევითი შემოწმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კოორდინაციას უწევს სამედიცინო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს დირექტორი
მორის წამალაშვილი