„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მთელს ეკრანზე დოკუმენტის სტრუქტურა საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა PDF დათვალიერება ტექსტში ძებნა
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/03/2013
დოკუმენტის სახე საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017206

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №42

2013 წლის 1 მარტი

   ქ. თბილისი

 

„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2012, 470230000.10.003.017163) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები:

 „9. 2013 წლის 28 თებერვლიდან შეწყდეს შემდეგი კომპო­ნენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში არსებული ხელშეკრულე­ბები/ვაუჩერული პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი, ხოლო არსე­ბული ვალდებულებებისა და ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეს­რუ­ლე­ბული სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვროს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების თანახმად:

ა) შეწყდეს „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის „ანტი­რაბი­ული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ კომპონენტი;

ბ) შეწყდეს „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგ­რა­მის „პაციენტთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში მკურნალობის დროს პაციენტთა გადაუდებელ სამედიცინო მომსახურების“ კომპონენტი;

გ) შეწყდეს „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ სახელმწიფო პროგ­რამის „გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტი­კული მდგომარეობების მართვა (პირველი 6 დღე)“ კომპონენტი;

დ) შეწყდეს „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „დია­ბე­ტით დაავადებულ პირთათვის ამბულატორიულ დონეზე, სამედი­ცი­ნო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპ­ტე­ბის გაცემის“ კომპონენტი;

ე) შეწყდეს „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნ­ველო­ბის“ სახელმწიფო პროგრამის „ინკურაბელური პაციენტე­ბისათ­ვის ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდი­ნარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემის“ კომპონენტი.

10. თუ „ინფექციური დაავადებების მართვისა“ და „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულება ასევე არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის მიმწოდებელი, 2013 წლის 28 თებერვლიდან დაწყებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, რომელსაც ითვალისწინებს "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, განხორციელდება  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას, ხელშეკრულებებ­ის/მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტის მიუხედავად, აგრეთვე, ამავე მუხ­ლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია სააგენტოსგან მოითხოვოს, ხოლო სააგენტო უფლებამოსილია აანაზღაუროს  შემთხვევის დასრულებამდე გაწული ხარჯები ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
- პირველადი სახე     - კოდიფიცირებული დოკუმენტი     - დოკუმენტის საბოლოო სახე (კოდიფიცირებული)     - ცვლილების დოკუმენტი