|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე
„2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის N308 დადგენილების მე–2, მე–3 მუხლების და ამავე დადგენილებით დამტკიცებული „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე და 61-ე მუხლების, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. დამტკიცდეს: ა) ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერულ სახელმწიფო პროგრამ(ებ)ში/კომპონენტ(ებ)ში მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის განაცხადის ფორმა (დანართი N1) ; ბ) ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერულ სახელმწიფო პროგრამებში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის განაცხადის ფორმის შევსებისა და წარდგენის წესი (დანართი N2). 2. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაცია უზრუნველყოს სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტმა (კ. ჩხარტიშვილი). 3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის N308 დადგენილებით დამტკიცებული „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ ვაუჩერული პროგრამების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირები, 2015 წლის 10 ივლისამდე განაცხადით და საჭირო დოკუმენტებით მომართვის მიუხედავად, ამ პროგრამების მიმწოდებლებად ჩაითვლებიან 2015 წლის 10 ივლისიდან. 4. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ. გოგოლაძე), საჯარო გაცნობის მიზნით, უზრუნველყოს „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის N308 დადგენილების და მისი დანართის, აგრეთვე, წინამდებარე ბრძანების და მისი დანართების განთავსება სააგენტოს ვებ–გვერდზე (www.ssa.gov.ge). 5. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე“ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 1 ნოემბრის № 04-437/ო ბრძანება. 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |