|
||||||
|
||||||
|
|
||||||
|
სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის № 04-153/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში-პროგრამა) მე–3 მუხლის, მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 26 აგვისტოს N01/64419 (N04/60631 13.08.2015 წ.) წერილის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ „C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის“ კომპონენტის ფარგლებში დამდგარი სამედიცინო შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგის ინსტრუქციისა და შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 29 მაისის № 04-153/ო ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ “C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის“ კომპონენტის ფარგლებში დამდგარი სამედიცინო შემთხვევების შერჩევითი მონიტორინგის ინსტრუქცია“ (დანართი N1) ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1). 2. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ. გოგოლაძე), საჯარო გაცნობის მიზნით, უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებისა და მისი დანართის განთავსება სააგენტოს ვებ–გვერდზე (www.ssa.gov.ge). 3. ბრძანება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე, ხოლო ამავე ბრძანების პირველი პუნქტი - 2015 წლის 21 სექტემბრიდან.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |