საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030161249832414
             № 01-14/ო 24 / იანვარი / 2014 წ.             
,,C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“

 

C ჰეპატიტით დაავადებული 10 000 (ათი ათასი) პირისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე გავრცელებული შეღავათით სარგებლობის უზრუნველსაყოფად,  „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების, მე–19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად საჭირო რაოდენობის მედიკამენტების შეზღუდულ ვადაში შესყიდვისა და მიწოდების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის N1812 განკარგულების შესაბამისად განხორციელებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს ,,ჯი-ემ-პის“ შორის 2013 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე,

 

ვბრძანებ:

 

1.    დამტკიცდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის C ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად საჭირო რაოდენობის მედიკამენტების შეზღუდულ ვადაში შესყიდვისა და მიწოდების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის N1812 განკარგულების შესაბამისად განხორციელებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან გამომდინარე, C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის თანდართული წესი (შემდგომში - წესი).

 

2.   შეიქმნას ,,C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის   C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის უფლების განმსაზღვრელი  კომისია" (შემდგომში- კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

ა)

 

მარიამ ჯაში

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, (კომისიის თავმჯდომარე);

ბ)

მარინა დარახველიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

გ)

კახა ხელაძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული– სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;

დ)

ნინო სანაძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული– სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ე)

ირმა მჟავანაძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული– სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

ვ)

ტატა სირბილაძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული– სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; 

ზ)

გვანცა გულიაშვილი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული – სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;

თ)

ეკატერინე ადამია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი, კომისიის წევრი;

ი)

ია ყამარაული

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი.

    
     3.   კომისიის საქმიანობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა)

ლალი შარვაძეს

ექიმი - ინფექციონისტი, სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი“, შიდსისა და იმუნოდეფიციტების დისპანსერული განყოფილების გამგე;

ბ)

ვახტანგ ქერაშვილს

ექიმი - ინფექციონისტი, სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი“, ვირუსული ჰეპატიტების  განყოფილების გამგე;

გ)

გიორგი კანდელაკს

ექიმი - ინფექციონისტი, შპს  ,,მედიქლაბჯორჯია“;

დ)

ეკატერინე დოლმაზაშვილს

ექიმი - ინფექციონისტი, შპს ჰეპატოლოგიური კლინიკა ,,ჰეპა“;

ე)

მაია ბუწაშვილს

ექიმი - ინფექციონისტი, შპს ,,კამკამიძე და პარტნიორები“-ნეოლაბი;

ვ)

მაია ჟამუტაშვილს

ექიმი - ინფექციონისტი, შპს ,,მრჩეველი“;

ზ)

მაია ახვლედიანს

ექიმი - ინფექციონისტი, შპს ,,ნიუ-ჰოსპიტალს“;

თ)

პაატა საბელაშვილს

ა(ა)იპ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ პროექტების მენეჯერი;

ი)

კონსტანტინე რუხაძეს

ა(ა)იპ „ჰეპა პლიუს“-ის წარმომადგენელი;

კ)

ინა ინარიძეს

საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო ექიმები - საქართველოს“ წარმომადგენელი.

 

              4.    კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

 

5. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს:

ა) კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება და კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) 2014 წლის 1 თებერვლიდან, საინფორმაციო ბაზაში ბენეფიციართა რეგისტრაციის უზრუნველყოფა,  დანართის შესაბამისად.

 

        6.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

მინისტრი
დავით სერგეენკო