საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030433619684915

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/25152 08 / აპრილი / 2015 წ.
შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“
გენერალურ დირექტორს ბატონ ლაშა კილაძეს
მისამართი: თბილისი, ქავთარაძის N21 ა

შპს სამედიცინი ცენტრი „ურანტის“ დირექტორს
ბატონ ზურა სიხარულიძეს
მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის მე–5 მ/რ, კორპ. 2ა

შპს კლინიკა „ბემონის“ დირექტორს
ბატონ ზაზა ჩიქოვანს
მისამართი: თბილისი, ქავთარაძის N16

შპს „ნარკოლოგიური ცენტრის“ დირექტორს
ქალბატონ ლია ჯინჭარაძეს
მისამართი: ბათუმი, ნიკო ჯაყელის N44

შპს „ჯ. ჭანტურიას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორს
ქალბატონ მზია მუჯარიძეს
მისამართი: თბილისი, თ. ერისთავის N3


გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N723 დადგენილებაში (იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2015 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე”) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N150 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება, რომელიც  საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge)  გამოქვეყნდა 2015 წლის 6 აპრილს და ამოქმედდა ამავე თარიღიდან.

მითითებული ცვლილებით, სამედიცინო დაწესებულებებს მიეცათ შესაძლებლობა, კომპონენტის - „სტაციონარულ დეტოქსიკაცია და პირველად რეაბილიტაცია ოპიოიდების, ფსიქოაქტიური ნივთიერებების, სხვა სტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს” - ფარგლებში განსაზღვრული სერვისები დაუფინანსდეთ ცალკეულ შემთხვევებად, თუ  დაცული იქნება შემდეგი პირობები:

ა) სამედიცინო რეაბილიტაცია უტარდებათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, ვისაც ამავე კომპონენტის ფარგლებში ჩატარებული აქვთ სტაციონარული დეტოქსიკაცია;

ბ) სტაციონარულ დეტოქსიკაციისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ჩატარებას შორის გასული ვადა არ აღემატება 14 კალენდარულ დღე.

განხორციელებული ცვლილებები ასახულ იქნება სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში.

გაცნობის მიზნით, გიგზავნით საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N150 დადენილებას, რომელიც განთავსდება ასევე სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.ssa.gov.ge).

 

პატივისცემით,

 

 

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი
კახაბერი ჩხარტიშვილი