საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030462952706515
№ 04-247/ო 20 / აგვისტო / 2015 წ.


ჰემოდიალიზით, პერიტონეული დიალიზით და  ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტთა სისხლძარღვოვანი მიდგომით  უზრუნველყოფის კომპონენტების ფარგლებში მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოების და მოსარგებლეთა მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ

 

 

   „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის N308 დადგენილებით დამტკიცებული „დიალიზიდა თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის (დანართი 14) მე9 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 19 აგვისტოს N01/62918 (N 04/62521, 18.08.2015 წ.) წერილის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებულისაჯარო სამართლის იურიდიული პირისსოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებისმე-4 მუხლის საფუძველზე,

 

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

      

                  1.  დამტკიცდეს:

ჰემოდიალიზით, პერიტონეული დიალიზით და  ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტთა სისხლძარღვოვანი მიდგომით  უზრუნველყოფის კომპონენტების ფარგლებში მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოების და მოსარგებლეთა მოძრაობის წესი  (დანართი N1);

) ჰემოდიალიზის მომლოდინეთა რეესტრის ფორმა (დანართი N2);

) დიალიზით (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) მოსარგებლეთა რეესტრის ფორმა (დანართი N3);

) დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) მიმწოდებლის ტექნიკური რესურსის რეესტრის ფორმა (დანართი N4);

) დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირის განცხადების ფორმა (დანართი N5).

2.  დაევალოს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს (კ. ჩხარტიშვილი):

) ჰემოდიალიზის მომლოდინეთა რეესტრის (დანართი N2) წარმოება და შემოტანილი განცხადებების თარიღის მიხედვით, რეესტრის მუდმივი განახლება, პაციენტის ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი პროგრამის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა NIV-100/, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ან დაბადების მოწმობის) ქსეროასლისა (როგორც განმცხადებლის, ისე დიალიზის მიმღები პირის, თუ განცხადება შემოაქვს დაინტერესებულ პირს) და განცხადების (დანართი N5) საფუძველზე;

) დიალიზით მოსარგებლეთა რეესტრის (დანართი N3) წარმოება და რეესტრის მუდმივი განახლება შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ სააგენტოდან მიღებული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, ბენეფიციარისათვის პროგრამული სერვისების მიწოდების დაწყების თარიღის მიხედვით, რომელიც ფიქსირდება მიმწოდებლის მიერდიალიზის შეტყობინებისა და მართვის მოდულშიბენეფიციარის დიალიზში ჩართვის თაობაზე გაკეთებული შეტყობინების სახით;

) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში არსებული ტექნიკური რესურსის რეესტრის (დანართი N4) წარმოება, მიმწოდებლის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი, არსებული ტექნიკური რესურსის და მასში ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად;

) ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე მიმწოდებლებსა და სააგენტოს შორის ინფორმაციის გაცვლა, წერილობითი მიმოწერის გზით;

) საჭირო ქმედებების გატარება, წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად და ჯეროვნად შესრულების მიზნით. აგრეთვე, წინამდებარე ბრძანებისა და ამ ბრძანებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებ(ებ)ის გაცნობა მიმწოდებლებისათვის.

3. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა  (გ. გოგოლაძე) და ტერიტორიული ერთეულების (რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი, რაიონული (საქალაქო) განყოფილება და სოციალური  მომსახურების ცენტრი) უფროსებმა უზრუნველყონ:

) დიალიზის (ჰემოდიალიზი ან პერიტონეული დიალიზი) მიღების სურვილის მქონე პირის ან მისი წარმომადგენლისათვის დახმარების აღმოჩენა ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმის განცხადების (დანართი N5) შევსებაში;

) საჭირო დოკუმენტების (ფორმა NIV-100/, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/დაბადების მოწმობის ქსეროასლი) მიღება;

) მოქალაქეთა ინფორმირება პროგრამით სარგებლობის საკითხებთან დაკავშირებით.

4. ამ ბრძანების შესაბამისად მიღებული განცხადება (დანართი N5) და საჭირო დოკუმენტები (ფორმა NIV-100/, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/დაბადების მოწმობის ქსეროასლი) დაუყოვნებლივ (განცხადების მიღების დღესვე), დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, უნდა გადაეგზავნოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტს.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დიალიზის მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოებისა და დიალიზით მოსარგებლეთა მოძრაობის წესის შესახებსსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 17 დეკემბრის № 04-377/ო ბრძანება.

6. ამ ბრძანების ამოქმედებამდე ფორმირებული დიალიზის მომლოდინე პაციენტთა რეესტრის წარმოება გაგრძელდეს მასშიდიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამით მომლოდინე პაციენტთა უწყვეტი ჩართვით (შესაბამისი რიგითობით).

7.  ამ ბრძანების ამოქმედებამდე მიღებულ განცხადებებს შეუნარჩუნდეთ ძალა, წინამდებარე ბრძანების ფარგლებში რეაგირებისათვის.

8. ბრძანების შესრულების კოორდინაცია უზრუნველყოს სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტმა (კ. ჩხარტიშვილი).

9. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (. გოგოლაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების და მისი დანართების განთავსება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ssa.gov.ge).

10. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტთა სისხლძარღვოვანი მიდგომით უზრუნველყოფის კომპონენტისათვის გათვალისწინებული ღონისძიებები ამოქმედდეს  2015 წლის  20 აგვისტოდან.

11.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე