საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030480147282215
№ 04-342/ო 21 / ოქტომბერი / 2015 წ.


სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 6 აგვისტოს

 

№ 04-224/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

 

 

 

 

  ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის  „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის" კომპონენტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა ცვლილების შესაბამისად (პროგრამაში მიმწოდებლად დარეგისტრირდა  შპს აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი),  „ერთიანი სტატისტიკური ინფორმაციის ფორმის“ დაზუსტების მიზნით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე–4 მუხლის საფუძველზე,

 

 

:

 

 

1. „ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის  „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის" და  „ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელების და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების“  ეფექტურობის შეფასების კომპონენტის ფარგლებში,  ერთიანი სტატისტიკური ინფორმაციის ფორმის  დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2015 წლის  6 აგვისტოს № 04-224/ო ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ერთიანი სტატისტიკური ინფორმაციის ფორმა“ (დანართი N1) ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით.

 

2. სააგენტოს დირექტორის აპარატმა  (ნ. ჩანადირი),  საჯარო გაცნობის მიზნით, უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებისა და მისი დანართის განთავსება სააგენტოს ვებგვერდზე (www.ssa.gov.ge).

 

         

           3.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე