| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სამგორის რაიონის გამგებელს ბატონ დავით კერესელიძეს | ||||||||||||||||
ბატონო დავით, თქვენი 2018 წლის 20 თებერვლის N37-01180512141 (სააგენტოში რეგისტრირებული N14055, 21.02.2018 წ.) წერილის პასუხად, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიხედვით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო არ წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, „მრავალშვილიანი ოჯახების“ და „მარჩენალდაკარგული ოჯახების“ აღრიცხვას, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის (რეგიონის/რაიონის, რეგისტრაციის/ფაქტობრივი) მიხედვით. სააგენტო, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის ადმინისტრირებას, რომლის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, მარჩენალის გარდაცვალება, კონკრეტული ბენეფიციარის მომართვის შესაბამისად. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სააგენტოს ადმინისტრირებადი ელექტრონული ბაზებიდან ვერ ხორციელდება კონკრეტულად სამგორის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების/პირების გამოყოფა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, ისანი-სამგორის რაიონის ფარგლებში: ●„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ (შემდგომში - „ბაზა“) რეგისტრირებული და ამავდროულად ფულადი სოციალური დახმარების -„საარსებო შემწეობის“ მიმღებია - 9,946 ოჯახი (33,521 პირი); ● სოციალური პაკეტის მიმღებია 13, 025 პირი; ● შშმ სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლის მიმღებია 9,185 პირი; ● მარჩენალდაკარგული ოჯახი წევრის სტატუსის საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლის მიმღებია 1,946 პირი; ● „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანების გათვალისწინებით, „ბაზაში“ რეგისტრირებულია 589 ოჯახი, რომლის შემადგენლობაში შედის 4 და მეტი (18 წლამდე) არასრულწლოვანი წევრი, ამათგან „საარსებო შემწეობის“ მიმღებია 504 ოჯახი. სააგენტოს ადმინისტრირებას დაქვემდებარებული სფეროების მიხედვით, ნებისმიერი სხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია (რეგიონების/რაიონების, წლების /თვეების მიხედვით), შეგიძლიათ იხილოთ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ssa.gov.ge), შესაბამის ბმულზე -„სტატისტიკა“.
პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |