საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030430154208316

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/70676 19 / სექტემბერი / 2016 წ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ქართული კრედიტის” დირექტორს ბატონ გიორგი ნასყიდაშვილს

მის.: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. N.2
საფოსტო ინდექსი 0179
 
 


ბატონო გიორგი,

თქვენი 2016 წლის 13 სექტემბრის N94875 წერილის  პასუხად, რომლითაც გვთხოვთ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“  წვდომას, გაცნობებთ შემდეგს:

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის  თანხმობის გარეშე.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს მიეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი).

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის მიხედით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.

თქვენ  მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს კერძო პირთა პერსონალურ მონაცემ(ებ)ს და საჯარო დაწესებულება, რომელიც კანონით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით აგროვებს ან ინახავს ამა თუ იმ პირთა შესახებ ასეთ ინფორმაციას, ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებებისა და კერძო პირებისაგან ამ ინფორმაციის დაცულობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობები, სააგენტოს არ გააჩნია თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის სამართლებრივი  საფუძველი.

პატივისცემით,

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი
ზაზა სოფრომაძე