KA030426053029918

№ 04-6666 26 / მარტი / 2018 წ.
კონტროლის დეპარტამენტის უფროსს
ბატონ პავლე ცაძიკიძეს


ბატონო პავლე,

თქვენი 2018 წლის 16 მარტის N04-5964 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

შესაბამისად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალი - worknet.gov.ge - დან ფიზიკური პირის მიერ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, მასზე არსებული ისტორია იშლება, თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში - „ბაზა“) რეგისტრაციისას,  ფიზიკურ პირს აქვს ვალდებულება, დარეგისტრირდეს აღნიშნულ პორტალზე და შემდგომში, მისთვის რეგისტრაციის გაქუმების მიუხედავად, სააგენტო მხოლოდ შესაბამისი მიზნებისთვის ინახავს მასზე არსებულ ისტორიას.

დღეის მდგომარეობით, იასონ ფონიავა (პ/ნ 60001145492) worknet.gov.ge -ს მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება, ხოლო მარი გედენიძე (პ/ნ 62001038933) - ფიქსირდება, როგორც 07.06.2017 წლამდე დარეგისტრირებული, რეგისტრაცია გაუქმებულია 08.01.2017 წ..

გასათვალისწინებელია, რომ სააგენტოს „ბაზის“ ადმინისტრირების მიზნით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე (www.worknet.gov.ge) ფიზიკური პირის რეგისტრაციის/მისი გაუქმების ისტორიის შენახვის უფლებამოსილება გააჩნია  2017 წლის ივნისიდან.

 

პატივისცემით,


 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ტაბატაძე