From : nmamaladze@moh.gov.ge
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : ვითერება იშვილში
Cc : sbelkania@moh.gov.ge
Received On : 03.09.2013 09:37

ბატონო დავით; იმ პიროვნებას, რომელზედაც მომწერეთ ჩვენ გავეცით პასუხი პირად ფოსტაში, ასევე ახლა უკვე ღიადაც დავდეთ ფეისბუქზე. რაც შეეხება იაშვილის კლინიკას. ჩენი პრეს-სამსახურის წარმომადგენელი მარიკა ცაგარეიშვილი უკვე გადის იაშვილში და იქედან მომაწვდის ინფორმაციას და გადმოგიგზავნით. ამ დროისათვის კლინიკის თანამშრომლები არ აპირებენ შეუშვან თურქი ინვესტორი, რომელიც დღეს საერთოდ არ გამოჩენილა. მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. თქვენი კომენტარები უკვე გავიდა სხვადასხვა არხებზე, ბრიფინგის სრული ვერსია მალე დაიდება ჩვენთან ფეისბუქზე და საიტზე და ასევე დაიდება თქვენი ცალკე კომენტარი იაშვილის კლინიკაში არსებულ ვითარებაზე. რამდენიმე საათში კიდევ გადმოგიგზავნით ინფორმაციას კლინიკაში მინდინარე პროცესების შესახებ და იმ ინფორმაციასაც რაც გავრცელდა პრესაში. ამ თემაზე დღეს ასევე ჰქონდათ ბრიფინგი ქრისტიან დემოკრატებს, კერძოდ მაგდა ანიკაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს მფლობელითო.