ბატონო დავით;
ვესაუბრე მედიკლაბჯორჯიას დირექტორს ნუგზარ აბრამიშვილს, გავიარეთ
ღონისძების დეტალები. მათ აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია
სამინისტროს და კონკრეტულად თქვენი ჩართულობა. როგორც მეილშია
მითითებული შედგება ორი ღონისძიება: 1. ოფიციალური ნაწილი მედიკლაბის
საკონფერენციო დარბაზში; 2. საზეიმო მიღება რედისონში;
ღონისძიების დეტალებს და საორგანიზაციო საკითხებს მედიკლაბის სტაფთან
ერთად ჩვენ გავივლით და თქვენც დეტალურად ჩაგაყენებთ საქმის
კურსში.არის ორი საკითხი რაზეც უნდათ კონკრეტულად თქვენი ჩართულობა:
1. პრემიერს ამ ღონისძიების შესახებ თქვენ ეტყვით თუ თავად იზრუნონ
ამაზე. ( მე დავრეკავ კანცელარიის პრეს-სამსახურში და თამთა თამაზაშვილს
მოვუყვები ) 2. სტუმრების სია რომელიც ასევე არის მეილში მისაღებია თუ
არა თქვენთვის და ხომ არ გსურთ ვინმეს ჩამატება.
ნუგზარ აბრამიშვილმა ასევე შემომთავაზა, რომ თავადაც შეუძლია მოვიდეს
სამინისტროში და თქვენთან გაიაროს ეს დეტალები;
ველი თქვენს მითითებებს ამ ორ საკითხთან დაკავშირებით, საორგანიზაციო
თემებზე უკვე გამოყოფილია ადამინი, რომელთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ;