From : IT <it@moh.gov.ge>
To : nino mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>
Subject : [Everyone] საქველმოქმედო აქცია
Received On : 25.09.2017 13:02

მოგესალმებით კოლეგებო, გაცნობებთ რომ, 29 სექტემბერს დინამო არენაზე გაიმართება საქველმოქმედო მატჩი, „მსოფილო ფეხბურთის ვარსკვლავები ბორჯომის დასახმარებლად“, ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავების მონაწილეობით. ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. გთხოვთ სურვილის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს არაუგვიანეს 26 სექტემბრისა. ბილეთების ფასია 5, 10, 15 და 25 ლარი. მატჩის დასაწყისი 21:00 საათი. (სურვილის შემთხვევაში ბილეთებს მოგაწვდით ადგილზე) პატივისცემით, ნატა დოლიძე ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.