From : Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : აფთიაქებში ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ურეცეპტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 26.10.2016 11:19

აფთიაქებში ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ურეცეპტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, მედიამონიტორინგში განმეორებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საქმე ეხება ფარმაცევტულ პროდუქტ-დიმედროლს, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე საინექციო ხსნარისა და ტაბლეტების ფორმით არის წარმოდგენილი. მისი საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება/აქტიური ნივთიერებაა -Diphenhydramine და მიეკუთვნება ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს - ანტიჰისტამინური საშუალება სისტემური გამოყენებისთვის. ნივთიერება - ,,Diphenhydramine“, წარმოადგენს H1 ჰისტამინური რეცეპტორების I თაობის ბლოკატორს, რომელიც ხელს უშლის ჰისტამინის ეფექტის გამოვლინებას, გააჩნია გამოხატული ანტიჰისტამინური აქტივობა. ამცირებს, ან ახდენს ჰისტამინით გამოწვეულ სპაზმების პრევენციას გლუვ კუნთებში, კაპილარების გამტარობის მომატებას, ქსოვილების შეშუპებას, ქავილს და ჰიპერემიას. ავლენს ადგილობრივ ანესთეზიას (პერორალური მიღებისას ვლინდება ხანმოკლე დაბუჟება პირის ღრუს ლორწოვან გარსებში), ამცირებს არტერიულ წნევას, ახდენს სედაციურ, ძილის მომგვრელ, ანტიპარკინსონულ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას. გაეროს კონვენციებით, ნივთიერება - ,,Diphenhydramine“ არ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ საშუალებას. შესაბამისად საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა , ფარმაცევტული პროდუქტები - დიმედროლი წარმოადგენს II ჯგუფის სამკურნალო საშუალებებს. ამასთან, საქართველოს მთავრობის N166 დადგენილების საფუძველზე, მათი საინექციო წამლის ფორმები, პაციენტებისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით, ფორმა №3 რეცეპტის გარეშე გაცემას ექვემდებარება.