მოგესლმებით,
როგორც შეხვედრისას მოგახსენეთ ელექტრონული რეცეპტის პროექტი მომავალი
2 კვირის განმავლობაში ამოქმედდება და საჭირო იქნება პიარ დეპარტამენტის
ჩართულობა უკვე შემდგომი კვირიდან. გთხოვთ მხედველობაში იქონიოთ და
თქვენს განრიგში გაითვალისწინოთ.
წერილს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი ექსელის ფორმატში, სადაც
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განსახორციელებელ ქმედებათა
ჩამონათვალია მოცემული (საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში
განსახორციელებელ ქმედებათა ჩამონათვალი იხილეთ25-ე სტრიქონიდან 33-ე
სტრიქონის ჩათვლით).
მოცემული იმპლემენტაციის გეგმა შესაძლოა ჩასწორდეს უახლოეს დღეებში,
რის შესახებაც სწრაფად გაცნობებთ.
შემდეგ კვირას, სასურველია ორშაბათს, კარგი იქნება თუ დროს გამონახავთ
თქვენ ან ქალბატონი ნინო შუბლაძე და ჯანდაცვის დეპარტამენტის
წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ გეგმას.
პატივისცემით,
შოთა ჯამბურიძე
პროექტების მენეჯერი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მობ: 598 331175
შიდა: 1624