მოგესალმებით,
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ელ-ფოსტაზე
შემოსული თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ:
წერილში მითითებული სამივე ანტიეპილეფსური საშუალება - valproate,
topiramate, diazepam -რეგისტრირებულია. შესაბამისად, აღნიშნული
მედიკამენტებით მკურნალობის გაგრძელება, შესაძლებელია.
რაც შეეხება მეორე საკითხს, მიოკლონურ-ატონიური ეპილეფსიით
დაავადებული პაციენტის მკურნალობისთვის საჭიროა თუ არა, რომ იგი
ნათარგმნი სამედიცინო საბუთების წარდგენის საფუძველზე დარეგისტრირდეს
საქართველოს რომელიმე კლინიკაში, გაცნობებთ:
„დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრნინგის“ სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და
ზედამხედველობა, რაც მოიცავს ეპილეფსიის რეესტრის წარმოებას,
ეპილეფსიის პირველად დიაგნოსტიკასა და დიაგნოზის დადასტურების მიზნით
პაციენტის ჩაღრმავებულ კვლევებს. მომსახურების მიმწოდებელია - შპს
„ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი“.
კომპონენტის ფარგლებში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
• პაციენტის რეგისტრაცია, მონაცემთა დამუშავება და ეპილეფსიის
რეგისტრის ბაზაში განთავსება;
• ბენეფიციართა პირველადი სკრინინგი - ნევროლოგის კონსულტაცია;
• პირველადი ეპილეფტოლოგიური სკრინინგი;
• საჭიროების შემთხვევაში ეეგ-კვლევა;
• საჭიროების შემთხვევაში ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება;
• ეპილეფტოლოგიურ დასკვნით დიაგნოსტიკა;
• ეპილეფსიის რეგისტრის წარმოება.
ამასთან, ეპილეფსიის მკურნალობა პროგრამით გათვალისწინებული არ
არის, შესაბამისად აღნიშნული პაციენტს მკურნალობა და ზედამხედველობა
„ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში“ შეუძლია
არაპროგრამულად.
გარდა ამისა, ეპილეფსიური სტატუსის მკურნალობა გათვალისწინებულია
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის გადაუდებელი
სტაციონარული მომსახურების კომპონენტის კრიტიკული მდგომარეობა/
ინტენსიური თერაპიის ფარგლებში.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ პროგრამით მოსარგებლეები არიან
საქართველოს მოქალაქეები.
პატივისცემით,
რეგულირების სააგენტო