მედიამონიტორინგი15.12.16
ტელევიზია
15.12.2016
არხი: ტვ პირველი
გადაცემა:საქმიანი დილა
სიღარიბის პრობლემა და უმუშევრობა, როგორც საქართველოში, ასევე მთელს
მსოფლიოში მთავარ გამოწვევად სახელდება. როგორც ჩანს თანამედროვე
სამყაროში ყოველი მესამე ადამიანი სიღარიბის ზღვარზეა და გარდა ამისა
მწვავედ დგას გენდერული თანასწორობის პრობლემაც. მსოფლიო ბანკის
მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა წლიური 3,4%
მიაღწევს. ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი 2016 წელს სიღარიბის
დონის შემცირებაა. წლიური ინფლაცია კი 2,5% იქნება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4145169
---
14.12.2016
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა:სიახლენი 22:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4144554
გრიპის ვირუსის გამო, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე
გადადის. გამოძახების შემთხვევაში, ინფიცირებულ მოქალაქეებს სასწრაფო
დახმარების სამსახურის ნაცვლად, სპეციალური სადისპეტჩერო და ოჯახის
ექიმები მოემსახურებიან. კლინიკებში პაციენტების ნაკადი გაზრდილია, თუმცა
ოფიციალური უწყებები ამ ეტაპზე ეპიდემიას არ ვარაუდობენ
იბერია - http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=4143068
1 არხი http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=4143001
იბერია - http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=4142921
ტვ 1 - http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=4142850
---
14.12.2016
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4144521
ქართველი ექიმის მიხეილ ომიაძის წარმატება იტალიაში. მან რომში
ურთულესი ოპერაცია, იფთალმოლოგთა კონგრესის წინაშე წარმატებით
ჩაატარა. ის უკვე 30 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს. მან 4 წლის წინ
ოპერაცია ზოოპარკშიც ჩაატარა და მხედველობა ახალშობილ ლომის ბოკვერს
აღუდგინა.
---
14.12.2016
არხი:იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4144515
რა ცვლილებები იქნება საყოველთაო ჯანდაცვაში ჯერ უცნობია, სამინისტრო
ახლა იმ კრიტერიუმებს ადგენს, რომელთა მიხედვით სამედიცინო
დაწესებულებები უნდა შეირჩეს. უწყებაში კონკრეტულ დეტალებზე არ
საუბრობენ. ის, რომ სამედიცინო დაწესებულებები ნაწილი საყოველთაო
ჯანდაცვის რეფორმაში მონაწილეობას ვერ მიიღებს დავით სერგეენკომ
დაანონსა.
---
14.12.2016
არხი:ტვ პირველი არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4144106
სამოქალაქო საზოგადოება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის
პრევენციისთვის სპეციალური დანაყოფის შექმნას მოითხოვს. არასამთავრობო
ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავენ.
მესამე სექტორის პოზიციით, საქართველოში ამ გამოწვევასთან ბრძოლის
მიმართულებით არსებული პოლიტიკა გასამკაცრებელია. რა ცვლილებების
აუცილებლობას ხედავენ არასამთავრობო სექტორში?
---
14.12.2016
არხი: კავკასია
გადაცემა:თქვენი დრო
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4143865
გადაცემის თემაა დასაქმება. დასაქმება საქართველოში ერთ-ერთი მთავარი
პრობლემაა. 16 დეკემბერს გაიმართება დასაქმების ფორუმი, რომელსაც
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო მართავს. რას
სთავაზობს ეს ფორუმი დასაქმების მსურველებს და რა სპეციალობები იქნება
წარმოდგენილი? თემაზე გადაცემის სტუმრები არიან დასაქმების
დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი და მზარდაჭერითი დასაქმების
კოორდინატორი.
---
14.12.2016
არხი: იმედი
გადაცემა:იმედის დილა
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4142535
16 დეკემბერს საგამოფენო სივრცე "ექსპოჯორჯიას" მესამე პავილიონი
დასაქმების ფორუმს დაეთმობა. ღონისძიებაზე ქართულ ბაზარზე მოღვაწე
სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი დასაქმების მსურველებს შეხვდებიან.
ღონისძიებაზე 40 მსხვილი და საშუალო კომპანია აქტიურ ვაკანსიებს
მრავალფეროვან სფეროში ბუღალტერი, მიმტანი, ფარმაცევტი, ოფისმენეჯერი,
გაყიდვების მენეჯერი და სხვა სამუშაო ადგილებს დაინტერესებულ პირებს
შესთავაზებენ. მოქალაქეებს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ ქვს,
რეგისტრაციისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისებს
საცხოვრებელი ადგილების მიხედვით შეუძლიათ მიაკითხონ.
----
14.12.2016
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4143720
ჯანდაცვის სამინისტროსთან რეკომენდაციით, სკოლებში სწავლის შეწყვეტის
გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღება.
იმ სკოლებში, სადაც გაცდენებმა 20 % -ს გადააჭარბა, სწავლა 3 დღით
შეწყდება. ასეთი ჯამში 5 სკოლაა.
---
14.12.2016
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4143704
ამ დროისათვის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 50 -მდე პაციენტმა
მიმართა. ვითარებას ადგილზე გაეცნო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე,
ნინო ბერძული. გრიპის სიმპომებზე 112 -ში შესული ზარები პირველადი
ჯანდაცვის ცენტრებში მისამართდება. თბილისის მასშტაბით 24-საათიან
რეჟიმში 4 ასეთი ცენტრი მუშაობს. სპეციალური პროტოკოლი 113 -ის
განსატვირთად გუშინ ამოქმედდა.
რუსთავი 2 - http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=4143314
---
14.12.2016
არხი: ტვ პიტველი
გადაცემა: ბიზნესკონტრაქტი
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4143592
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 40 მილიონი ლარი დაემატება ამა 2016
წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ხვლილებები ითვალისწინებს. ჯანდაცვის
სამინისტრო განაცორხიელებს ბიუჯეტის ფარგლებში რესურსების
მობილიზწებას. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დამატებით
2016 წლის ბიუჯეტში დამატებით 40 მილიონი ლარის გამოყოფას პროექტის
ხარვეზებს უკავშირებს თუმცა განმარტავს რომ 2017 წლიდან იგეგმება
პროგრამის მოდიფიცირება. ნიკა გმყრელიძე: " რაც შეეხება საყოველტაო
ჯანდაცვის პორგრამას ეს არის შედარებით ახალგაზრდა პროგრამა რომლის
აბსოლუტური სიზუყსტით გათვლა პრობლემა იქნება ყოველ წელს ხდბა ახალი
სერვისების დანერგვა. ხარვეზები იყო ამას ვაღიარებთ უნდა მოხდეს მეტი
ფოკუსირება უფრო მოწყვლად მოსახელობაზე .
---
14.12.2016
არხი:რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 15:00
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4143336
2 წლის 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ
მკურნალობა. მას ექიმებმა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი
დაუსვეს. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ეკრანზე
მითითებულ საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერზე.
---
14.12.2016
არხი: იბერია
გადაცემა: ბიზნეს კოდი
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4142941
როგორ მუშაობს საყოველთაო დაზღვევა და რა მომავალი აქვს სისტემას - ამ
საკითხზე ეკონომიკის დოქტორ ოთარ ხოფენია ისაუბრებს. ოთარ ხუფენია: "
თემა უდაოდ აქტუალურია, ახლაც მიმდინარეობს ბიუჯეტის პროექტის
განხილვა. დარწმუნებული ვარ, რომ ის უპრობლემოდ დამტკიცდება
დღევანდელი პარლამენტის მიერ, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ,
ხდება 2016 წლის ბიუჯეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბიუჯეტში
ცვლილებების შეტანა".
---
14.12.2016
არხი: ტვ 1
გადაცემა: საქმიანი დილა
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4142430
დღის რიცხვია 70. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ
ფარმაცევტული ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. 2015 წლის იმპორტის
მონაცემების თანახმად, ბაზრის, დაახლოებით 70%, საუბარია ფარმაცევტულ
ბაზარზე, 5 მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული. ესენი არიან: პეესპე,
ეიბისი ფარმაცია, ავერსი, ჯიპისი და გლობალფარმი. ფარმაცევტული ბაზარი
ხასიათდება, როგორც სუსტი ოლიგოპოლი. სამედიცინო საქმიანობის
სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ვერ უზრუნველყოფს თავის ფუნქციებს.
---
14.12.2016
არხი: ტვ 1
გადაცემა: საქმიანი დილა
http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4142428
პაატა იმნაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის
მოადგილე სატელეფონო ჩართვით ერთვება "საქმიან დილაში". პაატა იმნაძე:
"ქვეყანაში სიწყნარეა. დედაქალაქში იყო მატება ბოლო 2 კვირის მანძილზე.
დაფიქსირდა უფრო მეტი შემთხვევა, ვინემ შარშან ამ დროს იყო. ვირუსები
არის ა-ტიპის H-3, N-2 ვირუსი. გამოჩნდა B-ტიპის ვირუსიც.
მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ვირუსის თავიდან აცილებისთვის".
---
ინტერნეტი
15.12.16
მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=127664-
%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%
A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%
E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90
„თანხა, რომელსაც უკანა რიცხვით ახლა "აპრავებენ," პრაქტიკულად
დახარჯული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
2017 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტებზე
განიხილავენ, როგორც ცნობილია საყოველთაო დაზღვევას 2016 წლის
ბოლომდე 40 მილიონი ლარი დაემატება. აღნიშნულს ზურაბ ჭიაბრეაშვილი
აბსურდსა და ქაოსს უწოდებს „თანხა, რომელსაც უკანა რიცხვით ახლა
"აპრავებენ," პრაქტიკულად დახარჯული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. უფრო
მეტიც, 610 მილიონს როცა კენჭს უყრის მთავრობა, უკვე გადახარჯვა ექნება
610 მილიონზე, სრული აბსურდი და ქაოსია და ეს არის იმ გაუმართავი
სისტემის ბრალი, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა ჰქვია“, - განაცხადა ზურაბ
ჭიაბერაშვილმა.
---
14.12.16
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/54513-gripis-simptomze-
shesuli-gamodzakheba-112dan-pirveladi-jandacvis-centrebshi-
misamartdeba
გრიპის სიმპტომზე შესული გამოძახება 112-დან პირველადი ჯანდაცვის
ცენტრებში მისამართდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის სიმპტომის მოტივით შესული
გამოძახებები 112-დან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მისამართდება. 24
საათიან სამუშაო რეჟიმში თბილისის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის 4
ცენტრი მუშაობს. ახალი პროტოკოლი თბილისის სასწრაფო სამედიცინო
დახმარების სამსახურის განსატვირთად გუშინ ღამით ამოქმედდა. ამ დრომდე
პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 50-მდე ვირუსულმა პაციენტმა მიმართა. ამ
დროისთვის, უწყვეტ რეჟიმში, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო
ცენტრი (წინამძღვრიშვილის ქ. #57), კლინიკა „მედკაპიტალის“ გლდანის
(გამარჯვების ქ. #1), საბურთალოსა (გამრეკელის ქ. #19) და სამგორის
(მოსკოვის გამზირი, კვ. 4, კორპ. 3) რაიონული ფილიალები
ფუნქციონირებს. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ოჯახის ექიმები
პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციას და ადგილზე სამედიცინო
მომსახურებას უწევენ. საჭიროების შემთხვევაში კი ბინაზე გადიან.
---
14.12.16
მედიასაშუალება:http://www.tabula.ge/ge/story/115575-jandacvis-
saministrom-sakoveltao-jandacvis-programis-gadasarchenad-18-mln-gamoko
ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 18
მლნ გამოყო
ორშაბათს,12 დეკემბერს, საყოველთაო ჯანდაცვის 605-მილიონიანი ბიუჯეტი
ამოიწურა. დღეს კი ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული
მონაცემებიდან გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა რესურსების
გადაჯგუფების შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 18 მილიონი
ლარი დაუმატებია, რის შედეგადაც პროგრამის ბიუჯეტი 623 მილიონამდე
გაიზარდა. დამატებული 18 მილიონიდან 8 მილიონი უკვე გახარჯულია,
შესაბამისად, 31 დეკემბრამდე პროგრამისთვის 10 მილიონი რჩება.
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი წელს ერთხელ უკვე გაიზარდა 2016 წლის
ბიუჯეტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარით
იყო განსაზღვრული. უკვე აგვისტოში ჩანდა, რომ ეს თანხა პროგრამისთვის
საკმარისი არ იქნებოდა და ხარჯვის არსებული ტემპით, მისი ბიუჯეტი
სავარაუდოდ 7 ნოემბერს ამოიწურებოდა. ამიტომაც ჯანდაცვის სამინისტრომ
19 ოქტომბერს საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით პროგრამისთვის
დამატებით ₾35 მილიონი გამოყო, თუმცა პროგრამის 31 დეკემბრამდე
უხარვეზოდ მიღწევისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. უკონტროლო
ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის დროზე ადრე ამოწურვა
გაქცეულმა ხარჯებმა გამოიწვია. პირვანდელი გეგმის მიხედვით, პროგრამის
საშუალო ყოველდღიური ხარჯები ₾1.55 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა
სინამდვილეში პროგრამის ხარჯი დღეში ₾1.74 მილიონს შეადგენდა,
ამიტომაც ახალ წლამდე 19 დღით ადრე პროგრამის ბიუჯეტი ამოიწურა.
მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2015 წელსაც არ ეყო.
პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის
დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100
მილიონი ლარი დაამატა. გასულ წელს პროგრამის ბიუჯეტი 566 მილიონ
ლარს შეადგენდა, 2016 წლისთვის კი მთავრობამ ბიუჯეტში ამაზე მხოლოდ 4
მილიონი ლარით მეტი გაითვალისწინა. მთავრობა პროგრამაში ცვლილებებს
აანონსებს არსებული პროექტის მიხედვით, 2017 წლიდან საყოველთაო
ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას ყველა სამედიცინო დაწესებულება ვეღარ
შეძლებს. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, სამედიცინო
დაწესებულებები, რომლებიც გარკვეულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ,
მომავალი წლიდან პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით,
ცვლილებები ფასადურია, მის შედეგად კი რიგი სამედიცინო დაწესებულებები
ფინანსური კრიზისის წინაშე დადგებიან
---
14.12.16
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/54488-levan-koberidze-
oponentebs-mosakhleobas-shecdomashi-nu-sheiyvant-sayoveltao-jandacva-
grdzeldeba
კობერიძე ოპონენტებს: მოსახლეობას შეცდომაში ნუ შეიყვანთ, საყოველთაო
ჯანდაცვა გრძელდება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ოპონენტებს თხოვნით მიმართავს,
საყოველთაო ჯანდაცვის თემატიკასთან მიმართებაში მოსახლეობას შეცდომაში
ნუ შეიყვანენ. „საყოველთაო ჯანდაცვა გრძელდება და ეს არის ის უცვლელი
კურსი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს და ძალიან გთხოვთ, ნუ იქნება ამ
თემასთან დაკავშირებით ისეთი ტიპის გამოსვლები, რომელიც მოსახლეობას
გაუჩენს კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ეს პრიცნიპი
შენარჩუნებულია, ყველა მოქალაქე კვლავ იქნება დაცული სამედიცინო
მომსახურეობასთან დაკავშირებული, გამაღარიბებელი მაღალი
დანახარჯებისაგან, ამიტომ მოსახლეობასაც მინდა მოვუწოდო სიმშვიდისაკენ,
ამ შემთხვევაში არაფერი არ იცვლება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
---
14.12.16
მედიასაშუალება:http://news.boom.ge/index.php?
id=3604282&title=%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9
4%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1
%83%A1
იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" დასრულდა? - დავიდე ვანონის
საქართველოში საქმიანობა შეუწყვიტეს
ერთი თვის წინ, AMBEBI.GE-მ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის
მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო ჟურნალისტური
გამოძიება, რომელიც თბილისში იტალიელი ექიმის საქმიანობას ეხებოდა.
იტალიელი პროფესორი დავიდე ვანონი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა
აკრძალული აქვს როგორც იტალიაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ,
თბილისში ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობდა და პაციენტებს იღებდა.
ფსიქოლოგიის პროფესორმა ვანონიმ გამოიგონა მკურნალობის მეთოდი
Stamina-თერაპია, ან უბრალოდ სტამინა, რომელიც ალტერნატიული
"სამედიცინო მკურნალობის" მეთოდია და იტალიაში ბოლო წლებში
დისკუსიისა და კამათის საგანი გახდა. 2015 წლის მარტში, ტურინის
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანონის სამედიცინო საქმიანობა აეკრძალა,
თუმცა იტალიელმა პროფესორმა ახალი ცხოვრება საქართველოს დედაქალაქში
დაიწყო.AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დავიდე ვანონი
თავდაპირველად კლინიკა "ლანცეტში" იმყოფებოდა და ადმინისტრაციას
საკუთარი საქმიანობისთვის ფართი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ კი
მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე იქირავა
ფართი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ მდებარეობს. AMBEBI.GE-ს
მიმართვის საფუძველზე, საქმეში ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს
რეგულირების სააგენტო, რომელმაც საკითხი შეისწავლა და ერთი თვის
შემდეგ შედეგიც დადო. რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის
უფროსის მოადგილე ლია მელიქიძე საქმის ახალ დეტალებზე გვესაუბრება: -
შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი. მარდალეიშვილის კლინიკას ახლა "შპს
ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი" ეწოდება, მას ხელშეკრულება
აქვს გაფორმებული "bettek"-თან, რომლის წარმომადგენელია დავიდე
ვანონი. მისი მონაწილეობა სამედიცინო საქმიანობაში არ ფიქსირდება.
შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხდება ღეროვანი უჯრედების
ტრანსპლანტაცია, ინფუზია და შეყვანა. შეყვანა ხორციელდება სხვადასხვა
მეთოდებით. იმდენად მწირი ინფორმაცია მივიღეთ შესწავლის შედეგად, ამ
ეტაპზე ვერ ვიმსჯელებთ ამ მეთოდის რისკისა და სარგებლობის
თანაფარდობაზე. ასევე, ამ ეტაპზე ვერ დგინდება, რა მტკიცებულებაზე
დაყრდნობით ხდება პაციენტების შერჩევა. კომპანია "bettek"-ს ევალებოდა
აღებული ნივთიერების დამუშავება და ქართული დაწესებულებისთვის
გადაცემა. მიზანშეწონილად ჩავთვალეთ პროცედურების შეწყვეტა
საქართველოში. ოფიციალურად Advertisement You must have Flash Player
installed in order to see this player. მივმართეთ დაწესებულებას
პროცედურების შეწყვეტის შესახებ და ვიცით, რომ ამ ეტაპზე ეს
შეწყვეტილია.- თავად დევიდე ვანონი თუ გამოიკითხა? - თავად ვანონთან
გასაუბრება ვერ შევძელით. რადგან ის საქართველოში არ იმყოფება.
შესწავლის პერიოდში პაციენტებიც აღარ იმყოფებოდნენ დაწესებულებაში. ეს
არის მძიმე ნევროლოგიური დაავადების მქონე პაციენტები. აქვე მინდა
დავამატო, რომ დავწერეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
დაწესებულების და ექიმის მიმართ, რომელიც ონკოლოგიური სამედიცინო
კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი არ არის, ის "bettek"-ის
წარმომადგენელია და ოქმი ჩაბარდა სასამართლოს.
---
14.12.16
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/162127-pirveladi-
jandacvis-centrebs-50-mde-virusulma-pacientma-mimartha.html?lang=ka-GE
პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 50-მდე ვირუსულმა პაციენტმა მიმართა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ამ
დრომდე, 50-მდე ვირუსულმა პაციენტმა მიმართა. მიმართვიანობის შესახებ
ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ადგილზე
გაეცნო. სამინისტროს განმარტებით, გრიპის სიმპტომის მოტივით შესული
გამოძახებები „112“-სგან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მისამართდება.
თბილისის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ოთხი ცენტრი 24-საათიან
სამუშაო რეჟიმში მუშაობს. ახალი პროტოკოლი თბილისის სასწრაფო
სამედიცინო დახმარების სამსახურის განსატვირთად წუხელ ამოქმედდა. ამ
დროისთვის, უწყვეტ რეჟიმში, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო
ცენტრი (წინამძღვრიშვილის ქ. #57), კლინიკა „მედკაპიტალის“ გლდანის
(გამარჯვების ქ. #1), საბურთალოსა (გამრეკელის ქ. #19) და სამგორის
(მოსკოვის გამზირი, კვ. 4, კორპ. 3) რაიონული ფილიალები
ფუნქციონირებს. ოჯახის ექიმები პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციას და
ადგილზე სამედიცინო მომსახურებას უწევენ. საჭიროების შემთხვევაში კი,
ვირუსიან პაციენტებს ბინაზე ემსახურებიან.
---
14.12.16
მედიასაშუალება:http://accent.com.ge/ge/news/details/26690
ჯანდაცვის სამინისტრო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მონიტორინგს
ამკაცრებს
ჯანდაცვის სამინისტრო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მონიტორინგის
გამკაცრებას იწყებს.იმ შემთხვევაში თუ გაცდენების რიცხვი 40% გადააჭარბებს,
სასწავლო პროცესი 3 დღით შეჩერდება. მონიტორინგის გამკაცრება ვირუსული
დაავადების მიმართვიანობის გაზრდამ გამოიწვია.სწორედ ამიტომ ჯანდაცვის
სამინისტრომ, გასული წლის მსგავსად, სადისპეჩეროები აამოქმედა, სადაც
ოჯახის ექიმის მომსახურება იქნება შესაძლებელი, ასევე დამატებით ოთხი
საავადმყოფო იმუშავებს 24 საათის განმავლობაში. „ქვეყნის მასშტაბით
შერჩეულია ოთხი საოჯახო ცენტრი და კლინიკა, რომლებიც პირველ რიგში
გააკეთებენ რეაგირებას გრიპის ვირუსთან დაკავშირებულ ზარებზე. ამ შემდეგ
თუ საჭირო იქნება პროცესში ჩაერთვება სასწრაფო სამედიცინო დახმარების
სამსახური. გახშირებული შემთხვევების შემთხვევაში აუცილებელი იქნება
ალბათ სასწავლო პროცესის გარკვეული დროით შეჩერება,“-განაცხადა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ.
---
14.12.16
მედიასაშუალება:http://www.etanews.ge/sazogadoeba/39653-khuth-sajaro-
skolashi-sami-dghith- sastsavlo-procesi-shetsyda.html
ხუთ საჯარო სკოლაში სამი დღით სასწავლო პროცესი შეწყდა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, გრიპის ვირუსის
მიზეზის გამო სკოლებში დაბალი დასწრების მაჩვენებელი დაფიქსირდა, რა
მიზეზითაც ქვეყნის მასშტაბით ხუთ საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი სამი
დღით შეჩერდა. მათივე ინფორმაციით, სკოლებში სწავლის შეწყვეტასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება. „სკოლებში
სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თითოეული სკოლის
საჭიროებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად მიიღება. ამ დროის
მონაცემებით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სწავლა საქართველოს
მასშტაბით ხუთ საჯარო სკოლაში შეწყდება. ესენია: თბილისის 74-ე,
თელავის მე-5 და თიანეთის სამი საჯარო სკოლა“, - აცხადებენ
სამინისტროში. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით,
სასწავლო დაწესებულებებში სწავლა სამი დღით შეწყდება, თუ გრიპის
ვირუსით გაცდენების მაჩვენებელი 40%-ს აღემატება.
---
14.12.16
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=33302
ლევან კობერიძე: ჯანდაცვის კომიტეტი მზად არის, ნარკოპოლიტიკასთან
დაკავშირებულ საკითხზე ღია განხილვები გაიმართოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე პოლიტიკურ პარტიებს
და აქტივისტებს მიმართავს, ნარკოპოლიტიკის საკითხი მსჯელობის რეჟიმში
გადავიდეს. „რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის თემას. მინდა მოვუწოდო ჩემს
კოლეგებს, ნუ გავხდით ამ საკითხს პოლიტიკურ პარტიებს შორის
დაპირისპირების თემად, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც აღელვებს
მთლიანად საზოგადოებას. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს საზოგადოებაში ამ
თემასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმსჯელოთ, ვიყოთ
ღია ამ საკითხთან დაკავშირებით. მივმართავ ყველა მხარეს, როგორც
პოლიტიკურ პარტიებს, ისე აქტივისტებს, გადავიდეს ეს პროცესი მსჯელობის
რეჟიმში და მივიღოთ გადაწყვეტილებები ისე, როგორც პროცესი დაგვანახებს,
რომ სწორია", - განაცხადა კობერიძემ. დეპუტატი საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამასაც გამოეხმაურა. „ჩემს ოპონენტ კოლეგებს მინდა მივმართო -
ძალიან გთხოვთ, მოსახლეობას ნუ შევიყვანთ შეცდომაში საყოველთაო
ჯანდაცვის თემატიკასთან დაკავშირებით. საყოველთაო ჯანდაცვა გრძელდება
და ეს არის ის უცვლელი კურსი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს და ძალიან
გთხოვთ, ამ თემაზე ნუ იქნება ისეთი ტიპის გამოსვლები, რომელიც
მოსახლეობას გაუჩენს კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ეს
პრინციპი შენარჩუნებულია. ყველა მოქალაქე კვლავ იქნება დაცული
სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გამაღარიბებელი
დანახარჯებისგან. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას სიმშვიდისკენ, ამ
შემთხვევაში არაფერი იცვლება", - განაცხადა ლევან კობერიძემ.
---
ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=127590-
%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%
83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%9D%E1%83%
AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
---
14.12.16
მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/54445-lasha-kiladze-
dghevaneli-narkopolitika-mnishvnelovan-gadakhedvas-sachiroebs
ლაშა კილაძე: დღევანელი ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვან გადახედვას
საჭიროებს
"ჯერჯერობით კაცობრიობამ იდეალური სისტემა ვერ მოიფიქრა და ვერ შექმნა.
სისტემა უნდა იყოს დინამიური, განვითარებადი. დღევანდელი
ნარკოპოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებს
ლიბერალიზაციის თვალსაზრისით",- ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში"
"ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის"
გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ მსუბუქი მსუბუქი ნარკოტიკული
საშუალებების დეკრიმინალიზაციის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისივე
განმარტებით, იმ ფონზე თუ მოხმარება საზოგადოებრივ რისკებთან და
სოციალურად საშიშ მდგომარეობასთან არ არის დაკავშორებული, ის
კრიმინალური წესით არ უნდა ისჯებოდეს. "იმ ფონზე, თუ მოხმარება
დაკავშირებული არაა საზოგადოებრივ რისკებთან, ან სოციალურად საშიშ
მდგომარეობასთან, რა თქმა უნდა, არ უნდა ისჯებოდეს კრიმინალური
წესით. მაგრამ ყველა ამგვარ პროცესს აქვს თანმდევი რისკები. ამ რისკების
ცოდნა, მათე აქცენტირება, მათი პრევენცირება, ვფიქრობ, იყო უკვე რაღაც
პერიოდი გასული, როდესაც ამის გაკეთება შეიძლებოდა",- განაცხადა
კილაძემ. კითხვაზე, რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეს საზოგადოება იმ
შემთხვევაში, თუ მოხდება ლიბერალიზაცია, კილაძემ უპასუხა, რომ
გაიზრდება ზიანი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ნარკოტიკული საშუელება
აყენებს ადამიანს. „შეიძლება დადგეს კი არა, აუცილებლად დადგება
ლიბერალიზაციის ფონზე. მაგალითად, ჩვენ ვლაპარაკობთ მარიხუანას
მოხმარების ლიბერალიზაციაზე. ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ
მოხმარება გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება ის ზიანი, რასაც მოცემულ
შემთხვევაში ნარკოტიკი ტეტრაჰიდროკანაბოილი აყენებს ადამიანის
ჯანმრთელობას. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არის შრომატევადი და რთული.
პირველ რიგში, ამას სჭირდება განათლება. სერიოზული საგანმანათლებლო
და პრევენციული კამპანია. დაწყებული, ალბათ, საბავშვო ბაღის დონეზე.
ამას სჭირდება სერიოზულად განვითარებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის
ქსელი. სჭირდება ძალიან კარგად მომზადებული სპეციალისტები. მარტო
ფულის თემა არ არის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დაუძლეველი პრობლემაა",-
აღნიშნა კილაძემ.
---
14.12.16
მედიასაშუალება:http://droni.ge/?m=9&AID=30801
ანრი ბიბინეიშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება და დახმარებას ითხოვს
ანრი ბიბინეიშვილი- ჯაყელი დახმარებას ითხოვს და ნახეთ რას წერს
ფეისბუქზე: მეგობრებო დიდხანს ვფიქრობდი მეთხოვა თუ არა და
გადავწყვიტე რომ გაიგებთ და მიიღებთ სწორად, რადგან სხვა გამოსავალი
ვერ ვნახე! 2011 წელს არასწორი ოპერაცია ჩამიტარდა რის გამოც
მდგომარეობა თანდათან უარესდება და კიდევ ერთხელ მესაჭიროება ოპერაცია,
კერძოდ მუცლის ბადის ხელახლა ჩაკერება რისთვისაც ძალიან დიდი
მოწიწებით გთხოვთ დახმარებას თუნდაც 50 თეთრით, ვინაიდან კეთილი
ადამიანი ბევრია და საჭირო თანხა მარტივად შეგროვდება რაც არც თუ ისე
დიდია! წინასწარ მადლობა ყველას და გისურვებთ ჯანმრთელობას! ანგარიშის
ნომერია: GE14BG0000000321554200
---
14.12.16
მედიასაშუალება:http://www.info9.ge/chven-shesakheb/162135-
davagvianeth-ver-gishveleth-droulad-erthi-tslis-barbare-molashvili-
gardaicvala.html?lang=ka-GE
„დავაგვიანეთ, ვერ გიშველეთ დროულად“ - ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი
გარდაიცვალა
ერთი წლის ბარბარე მოლაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ,
თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია
ჩაუტარდა, გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ფონდი „სიკეთის კვალი“
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს. „არ ვიცით რა დავწეროთ, ან
როგორ უნდა ვუთხრათ ადამიანებს და დავუდასტუროთ ეს საშინელი
ინფორმაცია. ჩვენო პატარა ანგელოზო, როგორ მთელი საქართველო გვირეკავს
და ტირის, შენი ამბავი რომ გაიგეს. ჩვენო ლამაზო ანგელოზო,
დავაგვიანეთ, ვერ გიშველეთ დროულად. ნათელში იყოს შენი ლამაზი
სპეტაკი სული, ჩვენო ბარბარე“, - ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში. ბარბარე მოლაშვილი ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ,
კლინიკა Troyka Med-ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას
ღვიძლი საკუთარმა დედამ გადაუნერგა. ერთი წლის გოგონას დედის
ემოციური მიმართვა სოციალურ ქსელში გასულ კვირას გავრცელდა, სადაც ის
საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. აღნიშნული მიმართვიდან რამდენიმე
დღეში, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის
თანახმადაც, პაციენტს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდებოდა.
სამინისტროს ინფორმაციიოთ, მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი
ძალისხმევით, პატარა ბარბარეს ტრანსპორტირება და მკურნალობა თურქეთის
ერთ-ერთ კლინიკაში სახელმწიფომ დაუფინანსა.
ფრანთნიუს.ჯი- http://frontnews.ge/ge/news/116680-1-
%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-
%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%
9A%E1%83%98-
%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%
A1-
%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%
A8%E1%83%98-
%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%
95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90
კვირა.ჯი- http://kvira.ge/300033
---
14.12.16
მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/62267/
ანგიოქირურგია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს თვიდან თვემდე სულ უფრო მეტი პაციენტი
მიმართავს. ამ ჰოსპიტლის სამედიცინო სერვისებს შორის ანგიოქირურგიას
განსაკუთრებული ადგილი უკავია. რა სერვისებს სთავაზობს ჰოსპიტალი
პაციენტებს ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორიცაა: ათეროსკლეროზი,
ანევრიზმა და სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიები – ამის შესახებ ჰოსპიტლის
ანგიოქირურგი ლევან კოხრეიძე გვესაუბრა. – ბატონო ლევან, პირველ რიგში,
რა დაავადებებს მოიცავს ანგიოქირურგია? – ანგიოქირურგია დიდი დარგია და
მოიცავს სისხლძარღვთა ყველა პათოლოგიას, გარდა, მკითხველისთვის
გასაგებად რომ ვთქვათ, გულისა და გულიდან გამოსული ახლო
სისხლძარღვების პათოლოგიებისა. დანარჩენ სისხლძარღვთა პათოლოგიებს
მკურნალობს ანგიოქირურგია, იგივე – სისხლძარღვთა ქირურგია.
ანგიოქირურგიაში ორი ძირითადი მიმართულება გამოიყოფა – ვენური და
არტერიული პათოლოგიები. განსაკუთრებით ყურადსაღები და მნიშვნელოვანია
არტერიული პათოლოგიები, რაც დაკავშირებულია ასაკთან,
ათეროსკლეროზთან და მის გართულებებთან. თუნდაც ინფარქტი, ინსულტი,
გამოწვეულია სისხლძარღვთა პათოლოგიით და ათეროსკლეროზით,
მაგალითად, იგივე ინფარქტია კიდურის განგრენა, შესაბამისად, ეს
პათოლოგიები არის ძალიან მძიმე. ჩვენთან, აჭარაში, წინა წლების
სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში კეთდებოდა კიდურის 100-150
ამპუტაცია, დღესდღეობით ეს ციფრი შემცირებულია მნიშვნელოვნად და 15,
მაქსიმიმ 30 შემთხვევამდეა დასული. ამპუტაციის რაოდენების შემცირება
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ და გამართულმა სამედიცინო
კვლევებმა, სერვისმა გამოიწვია. ყველა ამ სამედიცინო სერვისის მიღება
შესაძლებელია ჩვენთან, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში. – კონკრეტულად,
რა შეიცვალა ამ მიმართულებით? – ჩვენი სტატისტიკა რომ გითხრათ,
თანამედროვე ტექნოლოგიებით, ენდოვასკულარული ჩარევებით, გადავარჩინეთ
დაახლოებით 50 პაციენტი ფეხის მოკვეთას ამ დღეებში და დაახლოებით ასი
პაციენტი, რომლებიც ფეხის ამპუტაციის აუცილებლობის წინაშე დადგებოდნენ
მოკლე ხანში. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ ასეთ
შემთხვევებში მოხდებოდა ფეხის ამპუტაცია, დღეს კი, თანამედროვე ქირურგია
გვაძლევს საშუალებას პაციენტს ფეხი შევუნარჩუნოთ. ლევან კოხრეიძე ლევან
კოხრეიძე შეიცვალა ქირურგიული ჩარევის სახე. ამჟამად ჩვენთან კეთდება
ენდოვასკულარული (ოპერაციული მკურნალობა ღია ქირურგიული განაკვეთის
გარეშე.) ჩარევა. ბევრ შემთხვევაში გაჭრაც კი არ ხდება, თანამედროვე
ტექნოლოგიების საშუალებით შევდივართ სისხლძარღვში და შიგნიდან
ვახდენთ მანიპულირებას, კედლების გაფართოებას, სტენტირებას,
თრომბოლიზისს და ასე შემდეგ, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ
აღვადგინოთ სისხლის მიმოქცევა. ასევე კეთდება ოპერაციები ღია მეთოდითაც,
მაგალითად, როგორიცაა: შუნტირება, თრომბექტომია და ასე შემდეგ. ასევე,
კეთდება ორივე ოპერაცია, ღია და დახურული. შედეგად ხდება სისხლის
მიმოქცევის აღდგენა კიდურებში, რაც თავისთავად იწვევს მდგომარეობის
გაუმჯობესებას და კიდურის შენარჩუნებას. დიდი მნიშვნელობა აქვს
დიაგნოსტიკას. დიაგნოსტიკა ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით, როგორიცაა კომპიუტერიული ანგიოგრაფია და სკანირება,
გვაძლევს დიდ ინფორმაციას, რა ადგილას გვაქვს სისხლძარღვში პრობლემა
და მარტივი გზით როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ადრე ეს
კეთდებოდა პრაქტიკულად ბრმად, თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა
საშუალებას, ნაკლები ტრავმით მივიღოთ კარგი შედეგი. – რაც შეეხება
ანევრიზმას, რა სიახლეებია ამ დაავადების მკურნალობაში? – ანევრიზმა
ვერაგი დაავადებაა. როგორც წესი, მისი აღმოჩენა ხდება ან შემთხვევით, ან
გართულებულ შემთხვევაში, რადგან ის უსიმპტომოდ მიმდინარე
პათოლოგიაა. ხშირ შემთხვევაში მისი აღმოჩენა მაშინ ხდება, როცა
სისხლძარღვი სკდება და დიდი რაოდენობით სისხლი იკარგება, რადგან
პაციენტს არ აწუხებს და არ მიმართავს ექიმს ჩივილებით. ან ხდება ისეც,
რომ პაციენტმა შეიძლება მიმართოს რაღაც სხვა პათოლოგიის გამო ექიმს და
გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოჩნდეს ანევრიზმა. წლების წინ
გამსკდარი ანევრიზმით პაციენტების თითქმის 90 პროცენტი იღუპებოდა, დღეს
კი დაახლოებით 70 პროცენტის გადარჩენა ხერხდება. ჩვენთან გამსკდარი
ანევრიზმის შემთხვევაშიც კეთდება ოპერაცია და ძირითადად, კარგი შედეგით
სრულდება. – რა ეტაპზე მოდიან თქვენთან პაციენტები სისხლძარღვების
პათოლოგიებით? – სხვადასხვა ეტაპზე, ეს დამოკიდებულია ადამიანზე.
ზოგიერთი ცდილობს დროულად მიხედოს პრობლემას, ზოგიერთი საკმაოდ
გვიან აკითხავს ექიმს, რაც თავისთავად იწვევს მკურნალობის
გახანგრძლივებას და ზოგადად, შორს წასული პროცესის მკურნალობა უფრო
ძნელია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის მიმართავს პაციენტი ექიმს,
რეფერალურიგანსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში. ახალგაზრდები ხშირად
მოგვმართავენ ვენური პათოლოგიებით, განსაკუთრებით ორსულები,
ხანდაზმულებში კი უფრო არტერიული პათოლოგიები გვხვდება. ყველა
გამოკვლევა ხელმისაწვდომია ჩვენს კლინიკაში, ასევე, მოქმედებს საყოველთაო
ჯანდაცვის პროგრამა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცალკეული პროგრამები
და ქალაქის მერიის პროგრამაც. ასე, რომ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი,
მაღალი ხარისხის, კვალიფიციური მკურნალობა ანგიოქირურგიაში ჩვენთან
გარანტირებულია.
---
ბეჭდვითი მედია
______________________________________________________________________
_______
15.12.2016
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არავითარი საფრთხე არ ემუქრება!
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში თანხა აღარ არის, მაგრამ მთავრობა
ირწმუნება, რომ წლის ბოლომდე პროგრამა შეფერხების გარეშე იმუშავებს.
ისევე როგორც შარშან, წელსაც სახელმწიფო პროგრამაში გადახარჯვაა, ამიტომ
გაისად ამ მხრივ ცვლილება აუცილებლად მოხდება. ნაციონალი დეპუტატის
ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით,
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ამოიწურა და სისტემა რომ არ აფეთქდეს,
წლის ბოლომდე პროგრამას დაახლოებით 40 მლნ ლარის დამატება სჭირდება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული
ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის
მიმდინარეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.საჭიროების შემთხვევაში
მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები და არც ერთიპაციენტი
მომსახურების გარეშე არ დარჩება. რაც შეეხება ზოგადად პროგრამის
მიმდინარეობას, უკვე დაწყებულია რეფორმის მეორეეტაპი, რასაც მომავალი
წლიდან გარკეული ცვლილებები მოჰყვება. პროგრამა კიდევ უფროდაიხვეწება
და პაციენტების საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება. მისი ერთ–
ერთინაწილია კლინიკების სელექციური კონტრაქტირება, რომლის დეტალებზე
სამინისტროაქტიურად მუშაობს“, – ნათქვამია შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=4144895&name=15.12.2016+-
+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83
%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1
%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge
---
15.12.2016
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ხუთ საჯარო სკოლაში სწავლა ორშაბათამდე შეწყდა
საქართველოს ხუთ საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი მომდევნო სამი დღით
შეწყდა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის
მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, სწავლის პროცესი შეწყდა იმ
სკოლებში, სადაც გრიპის ვირუსის გამო გაცდენებმა 20%-ს გადააჭარბა.
კერძოდ კი, ესენია თბილისის 74-ე, თელავის მე-5 და თიანეთის სამი
საჯარო სკოლაა. როგორც მედიანიუსს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს,
გაცდენილ სასწავლო დღეებს მოსწავლეები შაბათი დღეების ხარჯზე
აანაზღაურებენ. ჯანდაცვი სამინისტრო სკოლებისა და საბავშვო ბაღების
მონიტორინგის გამკაცრებას იწყებს...
http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=4144933&name=15.12.2016+-
+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%8
3%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge
---
15.12.2016
მედიასაშუალება: მესინჯერი
2016 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები
პარლამენტს მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი
წარუდგინა, რომლის თანახმადაც, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის 3%-იანი
პროგნოზი 2.7%-მდე არის შემცირებული. 2016 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი
ცვლილებების მიხედვით, შემოსავლები 8.555 მლრდ ლარიდან 8.546 მლრდ
ლარამდე მცირდება, ხოლო ხარჯები არსებული 8.543 მლრდ ლარიდან 8.671
მლრდ ლარამდე იზრდება. მაშინ როცა საგადასახადო შემოსავლების
პროგნოზი 7.98 მლრდ ლარის ნიშნულზე უცვლელი რჩება, პროექტის
თანახმად, 8.2 მლნ ლარით მცირდება გრანტების სახით დაგეგმილი
შემოსავლები 246.8 მლნ ლარამდე, მათ შორის იმის გამოც, რომ
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მისაღები სახსრების ნაწილმა 2017
წლისათვის გადაინაცვლა. ასევე, პროექტის თანახმად, ცალკეულ უწყებებს
უმცირდებათ დაფინანსება, რის ხარჯზეც მობილიზებული რესურსებით 40
მლნ ლარი ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დაფინანსებას
ემატება. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება არსებული 3.162
მლრდ ლარიდან 3.202 მლრდ ლარამდე გაიზრდება 2016 წელს. მთავრობის
განმარტებითი ბარათის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის
წელს 570 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მთავრობის სარეზერვო
ფონდიდან დამატებით 35 მლნ ლარის გამოყოფა გახდა საჭირო იმ
მოცემულობაში, როცა ნოემბრის ჩათვლით ამ პროგრამის ფარგლებში უკვე 600
მლნ ლარია ათვისებული. საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, სულ ამ
პროგრამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 610 მლნ ლარი იქნება
გათვალისწინებული - 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად კი,
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის კიდევ უფრო მეტი, 660 მლნ ლარია
გათვალისწინებული მაშინ, როცა მთავრობა აცხადებს, რომ მომავალი
წლისთვის პროგრამის მოდიფიცირებას გეგმავს, მათ შორის კერძო დაზღვევის
მქონე მოქალაქეებისთვის სახელმწიფო დაზღვევის შეზღუდვის გზით.
თავდაცვის სამინისტროს არსებული 670 მლნ ლარიდან დაფინანსება 750.4
მლნ ლარამდე ეზრდება, რაც ბიუჯეტის კანონპროექტის განმარტებითი
ბარათის თანახმად, „ძირითადად გამოწვეულია კრედიტების ნაწილში 82.4
მლნ ლარის (პირდაპირი ჩარიცხვები) ასახვით“. საქართველოს ენერგეტიკის
სამინისტროს დაფინანსება 69.5 მლნ ლარით გაეზრდება 204.5 მლნ
ლარამდე, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს 300 ათასი ლარი დაემატება და
მისი დაფინანსება 2016 წელს 95.4 მლნ ლარი გახდება, პროექტის თანახმად.
დაფინანსება შემდეგ სამინისტროებს შეუმცირდებათ: განათლების და
მეცნიერების სამინისტრო - 952 მლნ ლარი (შემცირება 25.8 მლნ ლარით);
სოფლის მეურნეობის სამინიტრო - 311.1 მლნ ლარი (შემცირება 10.2 მლნ
ლარით); სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 144.8 მლნ
ლარი (შემცირება 9 მლნ ლარით); ფინანსთა სამინისტრო - 86.5 მლნ ლარი
(შემცირება 3.5 მლნ ლარით). ასევე დაფინანსება 2-2 მლნ ლარით
შეუმცირდება პარლამენტს და მთავრობის ადმინისტრაციას და შესაბამისად,
50 მლნ ლარი და 18 მლნ ლარი გახდება. პარლამენტი 2016 წლის ბიუჯეტში
ცვლილებების დამტკიცებას 23 დეკემბრამდე, რიგგარეშე სესიის ფორმატში მას
შემდეგ გეგმავს, რაც მიმდინარე კვირას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს
მიიღებს.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=4144719&name=15.12.2016+-
+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83
%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge
---
15.12.2016
მედიასაშუალება: მესინჯერი
ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ეპიდემიის საფრთხეს გამორიცხავს
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მიმდინარე თვეში
გამოვლენილი გრიპის ვირუსების რაოდენობა ეპიდემიის საფრთხეს არ ქმნის.
დავით სერგეენკოს თქმით, სასწრაფო გამოძახების რაოდენობის ზრდის გამო,
შეიქმნება სპეციალური სადისპეჩერო, რომელიც გრიპის ვირუსით
დაავადებულებს ოჯახის ექიმთან გადაამისამართებს. "ჩვენ გვაქვს
დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც ამ წლის იანვარ-თებერვალში გქვონდა. ეს
არ არის ეპიდემია, თუმცა იმის გამო, რომ მნიშვნელოვანდ არის გაზრდილი
მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში, გუშინდელი
მდგომარეობით 502 ზარი დაფიქსირდა, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა
და ამ გამოძახებების უმეტესობა ყო გრიპის ვირუსის გამო. ჯანდაცვის
სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რაზეც
ჩვენ ამ წლის იანვარში ვმუშაობდით სამი კვირის განმავლობაში. დღესვე
შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება ასეთი ჩივილების
მქონე ზარები და ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის
ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24 საათის
განმავლობაში იმუშავებენ. ეს იქნება ქმედითი ზომები, რომე გაზრდილი
ავადობის სურათი ვმართოთ. ასევე, საზოგადოებას მინდა მივმართო, გრიპის
სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს",- განაცხადა დავით
სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სასწავლო დაწესებულებები,
რომლებშიც მოსწავლეთა არდამსწრეთა რაოდენობა 40%-ს აღემატება, სამი
დღით დაიხურება.
http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=4144712&name=15.12.2016+-
+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83
%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge
---