ქალბატონო ნინო,
როგორც მოგეხსენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებებში არსებული თანამდებობების
კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად იერარქიულ რანგებში განაწილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიგზავნით საშტატოს პროექტს, რომელიც
შეეხება თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფის მოხელეთა შესაბამის
იერარქიული რანგებში გადანაწილებას.
გთხოვთ, გამოიყენოთ მოხელის თანამდებობათა რანგებში გადანაწილების
ფაქტორები და ქვეფაქტორები (საქართველოს მთავრობის დადგენილება N215)
და მათი მიხედვით მოახდინოთ თანამდებობების შეფასება.
ასევე, გთხოვთ, 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით უზრუნველყოთ
წარმოდგენილი დოკუმენტის მოწოდება.
პატივისცემით,
ალექსი