მოგესალმებით,
გწერთ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან.
2016 წლის 2-11 აპრილს ნატოს დღეები საქართველოში მეათეჯერ აღინიშნება. ნატოს დღეების ფარგლებში იგეგმება კამპანიური ხასიათის პროექტი „Back
to School“ (სკოლაში
დაბრუნება), სადაც მაღალი თანამდებობის პირები ესტუმრებიან თავიანთ სკოლებს, შეხვდებიან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, საუბრობენ ევროპულ ღირებულებებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის მნიშვნელობისა თუ
სხვა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტის შესახებ მოკლე აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში.
გვაინტერესებს, რამდენად შეძლებს მინისტრი ჩაერთოს კამპანიაში. გთხოვთ, დასტურის შემთხვევაში შემატყობინოთ და დამიკავშირდეთ ნომერზე: 555101040
კეთილი სურვილებით,
მარიამ ჯაფარიძე