From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : L.Ebanoidze@ncdc.ge; mtabagari@moh.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; nmamaladze@moh.gov.ge; eadamia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge
Subject : სამოქალაქო თანასწორობის 2018 წლის გეგმა
Cc : mmkurnali@moh.gov.ge
Received On : 12.02.2018 13:32
Attachments :


კოლეგებო,

 

გაცნობებთ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი კოორდინირებას უწევს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებას. ეთნიკური უმცირესობების მიმართ პოლიტიკის განხორციელების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმა"

ზემოაღნიშნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორცილების მიზნით შექმნილია სახელმწიფო უწყებათშორისი კომისია, სადაც ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

კომისიაზე იქნა გამოთქმული მოსაზრებები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ( ქვემო ქართლი, სამცხე- ჯავახეთი , კახეთი) ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობების გააქტიურებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას ეთნიკური უმცირესობებისათვის, მათ შორის მცირერიცხოვანი ეთნოსების წარმომადგენლებისათვის.
ასევე შესაძლო აქტივობად დასახელდა ზემოაღნიშნულ რეგიონებში .. სამედიცინო აქციების ჩატარება - იგულისხმება სხვადასხვა მიმართულების სამედიცინო პერსონალის ჩაყვანა მოსახლეობის დიაგნოსტირების მიზნით, აქციის ფარგლებში პირველადი მოხმარების მედიკამენტების გავრცელება და სხვა.

დანართის სახით გიგზავნით 2018 წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიას და გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოთ დამატებითი დაგეგმილი ღონისძიება, გაზომვადი ინდიკატორი, პასუხისმგებელი უწყება და შესრულების ვადა, რომელიც მიმდინარე წლის 15 თებერვლისათვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ გადაგზავნილ უნდა იქნეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.

 

საუკეთესო სურვილებით,

თამარ ბერიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
555 37 37 47/577 20 20 18