მოგესალმებით,
პატივცემულო კოლეგებო,
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდება, რაზეც დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია.
30 ივნისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ზაზა სოფრომაძე ამ თემაზე ბრიფინგს გამართავს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების ინფორმირებულობა ყველა ჩვენს სიახლეზე, რაც თავის მხრივ საკმაოდ დიდი რესურსია საზოგადოებაში ინფორმაციის სწორად გავრცელებისთვის.
გთხოვთ გაეცნოთ და გაავრცელოთ. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
მადლობა ყურადღებისთვის.