From : Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
To : n.kavtaradze@ncdc.ge
Subject : 28-29 WHO draft Agenda
Cc : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Maia Tabagari <mtabagari@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; mnikoleishvili@moh.gov.ge
Received On : 24.11.2017 13:24
Attachments :

ნანა,

საღამო მშვიდობისა, რომ შევაჯამოთ მოახლოებული ვიზიტის საკითხები, კიდევ ერთხელ თუ შესაძლებელია გამოგვიგზავნო იმ საკითხთა სია რაც ჩვენგან გჭირდებათ (ტრანსპორტი, სხვადასხვა ლოგისტიკური საკითხები).

დამატებით მოგაწვდი ინფორმაციას რაც ჩვენ ამჟამად გაგვაჩნია:

·         VIP ტრანსფერი (უზრუნველყოფილია)

·         ბატონ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ჩაინიშნა 28 ნოემბერს 12:30 -13:00 ( კობახიძის პროტოკოლი უკვე გაფრთხილებულია, ასევე გადაცემულია მანქანების ნომრებიც).

·         აკაკი ზოიძე და ზაალ მიქელაძე მოწვეულნი არიან 28 ნოემბერს 9:00 – 12:00 საათზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ჯანმოს Introduction to the work of the WHO Country Office, Georgia, including country presentation (for preliminary programme, see document EUR/SC25(2)/4) შეხვედრაზე და ასევე სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე.

·         28 ნოემბერს, 18.00 საათზე დაჯავშნილი და ორგანიზებულია მიღება  (ფურშეტი) რესტორან „ფუნიკულიორში“.

·         გათვალისწინებულია სტუმრების ტრანსპორტირება „ფუნიკულიორის“ მატარებლით ჭონქაძის ქუჩიდან რესტორნამდე და უკან.

·         ორგანიზებულია ასევე ავტოსადგომი რამდენიმე ავტომობილისათვის თავად რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე. (მათთვის, ვინც არჩევს არა მატარებლით, არამედ ავტომობილით მისვლას რესტორანში).

·         სხდომის პირველივე შესვენებაზე (28 ნოემბერი, სავარაუდოდ 10:45სთ) დაგეგმილია დელეგაციის წევრებისა და მასპინძელი მხარის შეხვედრა (ბრიფინგი, ინტერვიუ) მედიის წარმომადგენლებთან. (მარიანის იმეილის გათვალისწინებით statement-ზე დასტური უკვე გვაქვს.

·         სასურველია, სამინისტროს მიერ საპროტოკოლო კადრების გადაღების უზრუნველყოფა 28 ნოემბერს, სხდომის დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში; (ამასთან დაკავშირებით ველოდებით თქვენს მეილს/ დასტურს კოპენჰაგენიდან)

·         მინისტრს გათვალისწინებული აქვს ქალბატონი იაკაბისთვის მედალი საჩუქრად.

გთხოვთ ასევე მოგვაწოდოთ ბატონ კვირიკაშვილთან და ბატონ კობახიძესთან შეხვედრის  დროს გათვალისწინებული სასაუბროები; ასევე თუ შესაძლებელია მოგვწეროთ ზუსტად რამდენი ადამიანი დაესწრება თქვენგან სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ვახშამზე.

გიბრუნებ შენს გადმოგზავნილ SCRC-ზე დამსწრე პირთა სიას, ვინმე დასამატებელი ხომ არ არის? თუ ეს სია საბოლოოა?

პატივისცემით,

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942