|
|
|
|
გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ კვლევაში
|
|
ძვირფასო Nino Mamaladze
ვინაიდან ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, ჩვენ
მივმართეთ საქართველოში მოქმედ 200-ზე მეტი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელს, მათ შორის თქვენ, რამდენიმე მარტივი კითხვით.
თქვენი პასუხები გამოქვეყნდება CSR ფორუმზე http://CSRgeorgia.eventgrid.com , 2017 წლის 27 თებერვალს და გაშუქდება მედიით.
1. რა სარგებელი შეუქმნა თქვენმა კომპანიამ 2016 წელს იმ სოციუმს, სადაც თქვენი ბიზნესი იწარმოება?
2. რა პროექტები განახორციელა თქვენმა კომპანიამ გარემოს დაცვის და ენერგოეფექტურობის მიზნით?
3. გაუმჯობესდა თუ არა 2016 წელს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა?
4. არის თუ არა თქვენ კომპანიაში CSR მენეჯერის დამოუკიდებელი (არაშეთავსებადი) თანამდებობა?
5. მოგების რა ნაწილი დაიხარჯა სოციალური და საზოგადოებრივ პროექტებზე? (ციფრი ან % მოგებიდან)
6. გაქვთ თუ არა თქვენ კომპანიაში CSR-ზე პროექტებისთვის 2017 წლისთვის, წინასწარ დამტკიცებული ბიუჯეტი?
7. აღწერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი CSR პროექტი, რომელიც 2016 წელს განახორციელეთ.
8. დაასახელეთ საწარმო, რომლის ბიზნეს მოდელი თქვენი აზრით, ყველაზე მეტ სარგებელს უქმნის საზოგადოებას.
გთხოვთ პასუხები დაგვიბრუნეთ 15 იანვრამდე, ამავე ელ-ფოსტაზე ან მისამართზე: eka@financial.ge
დამატებითი ინფორმაცია: 577 57 57 89
პატივისცემით,
ზვიად ფოჩხუა
მთავარი რედაქტორი
|
|
|
|
|
|
|
|