From : Megi Tamazashvili <mtamazashvili@moh.gov.ge>
To : nmamaladze@moh.gov.ge; Nino Shubladze <nshubladze@moh.gov.ge>; Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>
Subject : FW: მიმდინარე და სტრატეგიული საკითხები
Received On : 15.08.2016 11:57
Attachments :



From: shota jamburidze
Sent: Monday, August 15, 2016 2:41 PM
To: Nino Berdzuli; Vano Goliadze; tpirvelashvili@moh.gov.ge; nshashiashvili@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Natia Nogaideli
Cc: Mikheil Janiashvili; Megi Tamazashvili
Subject: მიმდინარე და სტრატეგიული საკითხები
 

მოგესალემბით,

 

ელექტრონული რეცეპტის პროექტის ფარგლებში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად საჭიროა გადაიჭრას რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმდინარე და სტრატეგიული საკითხი:

 

მიმდინარე საკითხები:

 

1.      მედიკამენტების რეესტრის და „წამლის საძიებლის“ შედარება (აკეთბს რეგულირების სააგენტო)

2.      ოთხმხრივი ხელშეკრულება პერსონალური მონაცემების „სერვისით“ წამოღების მიზნით. (უნდა უზრუნველყოს რეგულირების სააგებტოს იურიდიულმა დეპარტამენტმა)

3.      აფთიაქების ბაზების დახვეწის პროცესის მიმდინარეობა: გავეცნოთ როგორ ხდება აფთიაქების ბაზების დაზუსტება, საკმარისი იქნება თუ არა მასში მოცემული ინფორმაცია ელ-რეცეპტის სისტემაში მათი ავტომატურ რეჟიმში დასარეგიტრირებლად. (რეგულირების სააგენტოდან ბატონი დავით ჯაფარიძის კომპეტენცია).

4.      ანალიტიკოსის „იუზერის“ დიზაინის შემუშავება (ახორციელებს რეგულირების სააგენტო და ჯანდაცვის დეპარტამენტი).

5.      ანალიტიკოსის როლის გამოყოფა. პასუხისმგებელი რეგულირების სააგენტო.

ანალიტიკოსი არის სამი სახის მათი მოვალეობებიდან გამომდინარე:

I ტიპი: სააფთიაქო დაწესებულებების კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის ამოღება, დახარისხება.

II ტიპი: სამკურნალო დაწესებულებების კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის ამოღება, დახარისხება.

III ტიპი: პოლიტიკის შემუშავებისათვის საჭირო ზოგად-სტატისტიკური ინფორმაციის ამოღება, დამუშავება, წარდგენა.

6.      სისტემის ბიზნეს ადმინსტრატორის როლის გამოყოფა (რეგულირების სააგენტოს პრეროგატივა):

მოვალეობები:

ა) ანალიტიკოსის რეგიტრაცია,

ბ) მონაცემთა წვდომაზე ნებართვის მიცემა

გ) ლოგირების მექანიზმის გაკონტროლება

 

 

განსახილველი სტრატეგიული საკითხები:

 

1.    დასახელდეს რომელი რეგიონები ერთვებიან პროექტში და როდის?

 

2.    აფთიაქების დასარეგიტრირებლად საჭიროა აფთიაქების სრულყოფილი რეესტრი.

რეესტრი გააჩნია რეგულირების სააგენტოს, თუმცა მასში არსებული ხარვეზების გამო, ამეტაპზე, მასზე დაყრდმობით აფთიაქების რეგისტრაცია შეუძლებელია. რეგულირების სააგენტო მუშაობს ბაზების დახვეწასა და სრულყოფაზე. ბაზის სრულყოფის შემდეგ აფთიაქს დამოუკიდებლად შეეძლება სისტემაში დარეგისტრირება.

 

თუმცა ამეტაპზე (სავარაუდოდ ნოემბრამდე) საჭირო იქნება აფთიაქებმა რაიმე ფორმით მომართონ ჯანდაცვის სამინისტროს  და დააფიქსიროს ელ-რეცეპტების სისტემაში ჩართვის სურვილი.

 

ამისათვის არსებობს 2 გზა:

ა) აფთიაქმა მიმართოს პირდაპირ რეგულირების სააგენტოს.

ბ) აფთიაქმა მიმართოს ცხელ ხაზს და ცხელმა ხაზმა ჩაიწეროს მონაცემები (წინასწარ მიცემულ ფორმაში ასახოს)

 

3.    როგორ შევატყობინოთ აფთიაქებს ელ-რეცეპტის შესახებ?

შესამუშავებელია PR სტრატეგია. მაგალითად:

 

ა) გამოქვეყნდეს საჯარო განცხადება სამინისტროსა და სააგენტოს საიტებზე

ბ) სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამები სააფთიაქო დაწესებულებებისათვის

გ) პროაქტიული მიდგომა: სააფთიაქო რეესტრს გააჩნია აფთიაქების მისამართები, იმეილების და ტელეფონის ნომრები. შესაბამისად შესაძლებლობა გვაქვს:

გ.ა) გავგზავნოთ საერთო იმეილი ყველა სააფთიაქო დაწესებულებასთან თბილისის მასშტაბით.

გ.ბ) გავგზავნოთ სმს შეტყობინება.

გ.გ) გავგზავნოთ წერილი ფოსტით (ქაღალდის მატარებლით).

 

4.    როგორ შევატყობინოთ ექიმებსა და სამკურნალო დაწესებულებებს ელ-რეცეპტის შესახებ?

შესამუშავებელია PR სტრატეგია. მაგალითად:

 

ა) გამოქვეყნდეს საჯარო განცხადება სამინისტროსა და სააგენტოს საიტებზე

ბ) სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამები ექიმებისა და სამკურნალო დაწესებულებებისათვის.

გ) პროაქტიული მიდგომა: სერთიფიცირების ბაზებს, და სამკურნალო დაწესებულებების ბაზებს, რომელიც გააჩნია რეგულირების სააგენტოს, აქვს ექიმების მისამართები, იმეილების და ტელეფონის ნომრები. შესაბამისად შესაძლებლობა გვაქვს:

გ.ა) გავგზავნოთ საერთო იმეილი ყველა ექიმთან თბილისის მასშტაბით.

გ.ბ) გავგზავნოთ სმს შეტყობინება.

გ.გ) გავგზავნოთ წერილი ფოსტით (ქაღალდის მატარებლით).

გ.დ) გავგზავნოთ იმეილები, წერილები და სმს-ები სამკურნალო დაწესებულებებში.

 

            დ) ბუკლეტების ბეჭდვა და გავრცელება შედარებით დიდი ზომის სამკურნალო დაწესებულებებში (ან ფოსტით გაგზავნა).

 

5.    როგორ მოვახდინოთ პაციენტების ინფორმირება?

      შესამუშავებელია PR სტრატეგია. მაგალითად:

 

ა) საჯარო განცხადება საიტებზე

ბ) სატელევიზიო რეკლამა

გ) ინტერნეტ რეკლამა

დ) სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებებში დავდოთ სპეციალური ბუკლეტები პაციენტებისათვის.

 

6.    როდის, სად და ვის მიერ უნდა მოხდეს ფარმაცევტებისა და ექიმების დატრენინგება (რეგიონებში)?

 

7.    როდის გახდება ელექტრონული რეცეპტის გამოწერა სავალდებულო?

 

 

რეგიონების ჩართვასთან დაკავშირებული განმარტება:

როგორც მოგეხსენებათ ელექტრონული რეცეპტების სისტემის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს კომპიუტერული ინფრასტრუქტურის არსებობა და ინტერნეტთან წვდომა. ამიტომ პირველ ეტაპზე ყურადღება უდა გავამახვილოთ ისეთ რეგიონებზე, სადაც ინტერნეტიზაცია შედარებით მაღალია.

 

კვლევების მიხედვით (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი: ელექტრონული კომუნიკაციის განვითარება საქართველოში - ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. გვ. 3-4), 2012 წლის მონაცემებით ინტერნეტის მომხმარებელთა ყველაზე მეტი რაოდენობა პროცენტულადაც და რაოდენობრივადაც არის დედაქალაქში (251 788 ათასი აბონენტი, მოსახლეობის 55% თვეში ერთხელ მაინც იყენებს ინტერნეტს (46%ყოველდღე იყენებს)).

თბილისს მოსდევს რეგიონებში მდებარე ქალაქები (მოცვა: მოსახლეობის 40% თვეში ერთხელ მაინც იყენებს ინტერნეტს (28% ყოველდღე იყენებს)):

ქუთაისი:      25 530

ბათუმი:       24 838

რუსთავი:     23 446

გორი:          6 013

ფოთი:          5 834

ზუგდიდი:  4 677

ხაშური:       4 452

თელავი:      3 698

ზესტაფონი: 3 376

 

სოფლებში ინტერნეტიზაციის დონე საკმაოდ დაბალია და მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს  უწევს თვეში ერთხელ მაინც ინტერნეტთან შეხება (7% ყოველდღე იყენებს).

 

საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში ინტერნეტიზაციის პროგრამა) ფარგლებში (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი: საქართველოს მთავრობის დადგენილება №375) , იგეგმება საქართველოს ყველა სოფლის მოცვა რომლის მოსახლეობაც აღემატება 200 მოქალაქეს. სამი წლის ვადაში უნდა მოხდეს მტავრობის დადგენილების აღსრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს” ქვეშ შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი OpenNet- ის მიერ. პროგრამის ფარგლებში, 2020 წლისათვის, ინტერნეტზე წვდომის საშუალება ექნება საქართველოს მოსახლეობის 91%-ს.

 

დასკვნა:  გამომდინარე ინტერნეტიზაციის დონიდან, მოსახლეობის რაოდენობიდან, კომპიუტერული ტექნიკის ქონიდან, კომპიუტერული უნარჩვევების ცოდნიდან, ალბათ უპრიანი იქნება პრველ რიგში დედაქალაქის ექიმებისა და აფთიაქების სრული მოცვა მოვახდინოთ, შემდეგ კი ეტაპობრივად ჩავრთოთ  რეგიონული ქალაქები, 2020 წლის ბოლოს კი სოფლების ჩართვით დასრულდება ელ-რეცეპტის დანერგვა რესპუბლიკაში და ალბათ შესაძლებელი იქნება გამოცხადდეს სავალდებულოდ.

 

 

საჭიროა ზემოთ დასმული საკითხების განხილვა და შეჯერება, რომელზე დაყრდნობითაც გაიწერება იმპლემენტაციის დეტალური გეგმა და გეგმის თვითოეულ პუნქტზე გამოიყოფა პასუხისმგებელი პირები.

 

პატივისცემით,

შოთა